1750081560
Fox News: ტრამპი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას გეგმავს. ინფორმაცია Fox News-ის ჟურნალისტმა, ლოურენს ჯონსმა გაავრცელა.
„როგორც შემატყობინეს, პრეზიდენტი კანადაში „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერებთან ვახშამში მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ კი დაუყოვნებლივ გაემგზავრება ვაშინგტონში. მან განკარგულება გასცა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო მზადყოფნაში იყოს [თეთრი სახლის] სიტუაციურ ოთახში“, - წერს ჯონსი.