"სექსუალურ კავშირს ჩვენს თვალწინ ამყარებდნენ... " - ძალადობის მსხვერპლი ბიჭის შემზარავი ამბავი
1747806141
ერთ ბრუკლინელ მამას გუშინ უცნაური დღე გაუთენდა — საკუთარმა ოჯახთან იძულებით წაიყვანა მონაწილეობა მსახიობ პედრო პასკალის ორეულების კონკურსში, სადაც მან გამარჯვების მოპოვებაც შეძლო.
ჯორჯ გუნტასმა ორეულთა შეჯიბრებაზე პირველი ადგილი აიღო და $50 და ერთწლიანი ბურიტოს მარაგი მოიგო იმისთვის, რომ კონკურსის მონაწილეებიდან ყველაზე მეტად ჰგავდა პედრო პასკალს — მსახიობს, რომელიც ცნობილი გახდა ისეთი სერიალებით, როგორებიცაა ვარსკვლავური ომების სპინ-ოფი მანდალორელი, Last of Us და სამეფო კარის თამაშები. კონკურსი ჩატარდა ქვემო ისტ-საიდზე მდებარე მექსიკურ რესტორანში Son Del North.
"ეს მაშინ დაიწყო, როცა პირველად გამოვიდა სამეფო კარის თამაშები— სწორედ მაშინ დავიწყეთ იმაზე ლაპარაკი, რომ ჯორჯი პედრო პასკალს ჰგავდა," — თქვა გუნტასის ცოლმა, ჯენი განიამ, როცა გაიხსენა, როგორ შეამჩნიეს პირველად მისი ქმრის მსგავსება 50 წლის ჩილელ-ამერიკელ მსახიობთან.
"შემდეგ ბავშვებმაც დაიწყეს ამის აღნიშვნა, და როცა ამ კონკურსის შესახებ გავიგეთ, ჯორჯს ვუთხარი: "დღეს მამების დღეა. კონკურსზე უნდა წახვიდე, ეს იქნება შენი საჩუქარი ბავშვებისთვის" — თქვა განიამ. "სასაცილოა ის, რომ ჯორჯი საერთოდ არ იყენებს სოციალურ მედიას, ახლა კი ყველგან გამოჩნდება."
გუნტასმა დაახლოებით 30 კონკურენტი დაამარცხა და პედრო პასკალის საუკეთესო ორეულის ტიტული მოიპოვა.
კონკურსის მასპინძელი რესტორნის, Son Del North-ის შეფმა და თანადამფუძნებელმა ანიშა გარსიამ თქვა, რომ კონკურსის შთაგონება პასკალის 2023 წლის ცნობილი ფრაზა გახდა — მსახიობმა თქვა, რომ ნიუ-იორკში კარგი მექსიკური საჭმელი არ არსებობდა.
"მივხვდი, რომ უნდა მეპასუხა — "სერიოზულად, ნიუ-იორკში არ არსებობს კარგი მექსიკური საჭმელი?"" — თქვა გარსიამ. "ამ კონკურსით ვთქვით, "კი, არსებობს, და ჩვენ აქ ვართ.""
Son Del North-ის თანადამფუძნებელმა ვიმ შიმ თქვა, რომ კონკურსის იდეა რთულ დროში ხალხის გამხიარულება იყო — "ამ სამყაროში დღესდღეობით ძალიან ბევრი სევდაა, და გვინდოდა, ამ ყველაფერში მზესაც გამოენათებინა," — თქვა შიმ.
ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090