VIDEO: Linkin Park-ის ვოკალისტმა კონცერტზე ფანს თმა გადაპარსა

Linkin Park-ის ვოკალისტმა კონცერტზე ფანს თმა გადაპარსა

ჯგუფ Linkin Park-ის ვოკალისტმა ემილი არმსტრონგმა კონცერტის დროს ფანს თმა გადაპარსა. ეს ჩეხეთში, ფესტივალზე Rock For People მოხდა.

Linkin Park-ის გამოსვლისას ემილიმ შენიშნა მაყურებელი, რომელსაც ხელში ეკავა პლაკატი წარწერით: „ემილი, თმა შემაჭერი“. მომღერალი ფანთან მივიდა. ის შეხვედრისთვის მომზადებული იყო და არმსტრონგს ელექტროსაპარსი მიაწოდა.

მომღერალმა მას თმა თავის წინა ნაწილზე გადაპარსა, უკან კი დაუტოვა.