გოგა მანია

ასტროლოგია • 1791026749

რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს - გოგა მანია ახალ ეტაპზე საუბრობს

ეზოთერიკოსი გოგა მანია ოქტომბრის 5 ფავორიტ ზოდიაქოს ნიშანს ასახელებს.ოქტომბერი განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი იქნება ზოდიაქოს ამ ხუთი ნიშნისთვის:♋ 1. კირჩხიბი♓ 2. თევზები♏ 3. მორიელი♎ 4. სასწორი♍ 5. ქალწული„სწორედ ამ ხუთ ნიშანს ელოდება ოქტომბერში მნიშვნელოვანი ცვლილებები და ახალი შესაძლებლობები - როგორც ფინანსურ სფეროში, ისე პირად ურთიერთობებში.ბევრისთვის იწყება სრულიად ახალი ეტაპი. შესაძლოა, გაჩნდეს მნიშვნელოვანი შენაძენების, ფინანსური წინსვლისა და დიდი გადაწყვეტილებების დრო. ზოგიერთისთვის ეს შეიძლება უკავშირდებოდეს სახლის, მიწის ან სხვა მნიშვნელოვანი ქონების შეძენასაც.ეს ის პერიოდია, რომელსაც ბევრი მათგანი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა. თითქოს შესაძლებლობების კარი იღება და საკუთარი დრო სწორედ ახლა დგება“,- ამბობს გოგა მანია „პრაიმტაიმთან“. 

გოგა მანია

ასტროლოგია • 1790966880

ვის ელოდება ფინანსური წინსვლა და ახალი შესაძლებლობები - გოგა მანიას უახლესი პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ეზოთერიკოსი გოგა მანია ოქტომბრის 5 ფავორიტ ზოდიაქოს ნიშანს ასახელებს.ოქტომბერი განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი იქნება ზოდიაქოს ამ ხუთი ნიშნისთვის:♋ 1. კირჩხიბი♓ 2. თევზები♏ 3. მორიელი♎ 4. სასწორი♍ 5. ქალწული„სწორედ ამ ხუთ ნიშანს ელოდება ოქტომბერში მნიშვნელოვანი ცვლილებები და ახალი შესაძლებლობები – როგორც ფინანსურ სფეროში, ისე პირად ურთიერთობებში.ბევრისთვის იწყება სრულიად ახალი ეტაპი. შესაძლოა, გაჩნდეს მნიშვნელოვანი შენაძენების, ფინანსური წინსვლისა და დიდი გადაწყვეტილებების დრო. ზოგიერთისთვის ეს შეიძლება უკავშირდებოდეს სახლის, მიწის ან სხვა მნიშვნელოვანი ქონების შეძენასაც.ეს ის პერიოდია, რომელსაც ბევრი მათგანი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა. თითქოს შესაძლებლობების კარი იღება და საკუთარი დრო სწორედ ახლა დგება“,- ამბობს გოგა მანია „პრაიმტაიმთან“. 

სახანძრო

შემთხვევა • 1790952843

ნაძალადევში ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ხანძარი ლიკვიდირებულია.ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ხანძარი ლოტკინზე

შემთხვევა • 1790950511

ხანძარი თბილისში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ამ წუთებში ხანძარია.როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ბარაკული ტიპის საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე მაშველები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. უწყებაში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ფოტო

საზოგადოება • 1790883869

„ცრემლი მომადგა, სიამაყისგან ჟრუანტელმა დამიარა...“ - ქართველი, რომელმაც პილოტის სიცოცხლე იხსნა, ცნობილი კარდიოლოგის შვილია

 „პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად ჩაწერა ქართველი ექიმის, შოთა მუსაევის, ბავშვობის მეგობარი ალა მარზუმანიანი, რომელიც მის ბავშვობაზე, გურჯაანში გატარებულ წლებსა და ოჯახზე გვიყვება.ალა მარზუმანიანი ემოციურად იხსენებს Flydubai-ს რეისზე განვითარებულ მოვლენებს და შოთას მიერ გამოჩენილ განსაკუთრებულ სიმამაცეს, როცა მან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მძიმედ დაჭრილ პილოტს დახმარება გაუწია და თვითმფრინავში მყოფი ადამიანები გადაარჩინა.„შოთიკო გაიზარდა გურჯაანში, მამამისი იყო ცნობილი კარდიოლოგი, ანზორი მუსაევი. გურჯაანში მას ყველა იცნობდა, ყველას უყვარდა, ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია. შოთიკოს დედა ჰყავდა საოცარი ადამიანი, სოხუმელი ებრაელი იყო, ნამდვილი არისტოკრატი ქალი, ყველას უღიმოდა, საოცარი მშვიდი საუბარი ჰქონდა. შოთიკოს დედ-მამა გარდაცვლილი ჰყავს. შოთიკო ძალიან ჰგავს დედას, ყველას მოუსმენს, ყველას გაუგებს, ყველას დაეხმარება.სანამ ისრაელში წავიდოდა შოთა, აქ, გურჯაანში ჰქონდა თავისი სტომატოლოგიური კლინიკა, ბევრ ადამიანს ეხმარებოდა, უსასყიდლოდ უწევდა სამედიცინო დახმარებას. ისრაელში საკმაოდ წარმატებული ექიმია, ლექციებს კითხულობს საზღვარგარეთ, თავისი კლინიკა აქვს. ჰყავს ქართველი მეუღლე, ქუთაისელი ებრაელი და სამი შვილი - მაიკლი, დევიდი და ადელი“.შოთა მუსაევი ოჯახთან ერთად ალა მარზუმანიანი ამბობს, რომ შოთას გმირობა მისთვის უდიდეს სიამაყეს იწვევს.„მისი გმირობა კი გვიხარია ყველას, მაგრამ რამხელა რამეს გადარჩნენ, სიკვდილს, ფაქტობრივად. ჩვენი რძლისთვისაც ემოციური იქნებოდა მომხდარი. ხშირად ჩამოდის შოთიკო საქართველოში, ჩვენც ხშირად ჩავდივართ მასთან. როცა გავიგე მის თავს ასეთი ამბავი ხდებოდა, ცრემლი მომადგა, შიშიც ვიგრძენი, რომ ვიფიქრე, რამე დამართნოდა... მეორეც, ისეთი ამაყი ვიყავი, სულ ჟრუანტელმა დამიარა. ახლა, ამ დროში, ასეთი სითამამე, ასეთი ვაჟკაცობა გამოიჩინა. ხომ შეეძლო, უბრალოდ მჯდარიყო, ცოლისთვის გადაეხვია ხელი და დაემშვიდებინა. მაგრამ ამდენ ხალხში ასეთი გმირობა გამოიჩინა, სიცოცხლის ფასად, პილოტს დაეხმარა და ამდენი ადამიანი გადაარჩინა. ძალიან ვამაყობ, რომ შოთიკოს ვიცნობ...“, - გვიყვება ალა მარზუმანიანი. 

სამშობიარო

საზოგადოება • 1790873503

მარნეულში 13 წლის გოგომ ტყუპი გააჩინა - დაწყებულია გამოძიება

მარნეულში 13 წლის გოგომ იმშობიარა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამირა ბაირამოვა ავრცელებს.როგორც უფლებადამცველი წერს, მოზარდი ტყუპზე იყო ორსულად. ახალშობილებიდან ერთი გარდაიცვალა, მეორეს მდგომარეობა კი მძიმეა.„მითხრეს, რომ მარნეულის სამშობიაროში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა… წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალშობილი გარდაიცვალა გუშინ გვიან ღამე, მეორის მდგომარეობა კი მძიმეა“, - წერს სამირა ბაირამოვა.როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სრულწლოვნის მიერ 16 წლამდე ასაკის პირთან სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ავარია

შემთხვევა • 1790800447

ავარია ავტობანზე - ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა

გორთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტობანზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა. ინფორმაციას და კადრებს „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. „პრაიმტაიმი“ შემთხვევის დეტალებს არკვევს.

ცივი შემოდგომა

საზოგადოება • 1790756244

ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს - გრძელვადიანი ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში ოქტომბრის თვეში - ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ სინოპტიკოსი ხათუნა ქოქოსაძე საუბრობს.მისი ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან საქართველოში არამდგრადი ამინდი იქნება, რომელიც კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. განსაკუთრებით ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში.სინოპტიკოსის განცხადებით, მთლიანობაში ოქტომბერი დასავლეთ საქართველოში კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1-2 გრადუსით თბილი იქნება, ხოლო ნალექების რაოდენობა ნორმასთან ახლოს შენარჩუნდება.„თვის საშუალო ტემპერატურა +19, +20 გრადუსი იქნება. მთიან რაიონებში +16, +17, აღმოსავლეთ საქართველოში კი +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი.ცალკეულ დღეებში ტემპერატურა შესაძლოა +26, +27 გრადუსამდე გაიზარდოს. ღამის საათებში კი სანაპირო ზოლში ტემპერატურა 7 გრადუსამდე დაიკლებს. მთიან ზონაში შესაძლოა 0 გრადუსამდე დაეცეს, მაღალმთიან რაიონებში კი -2, -3 გრადუსიც დაფიქსირდეს“, - განაცხადა ხათუნა ქოქოსაძემ.სინოპტიკოსის პროგნოზით, ოქტომბერი მთლიანობაში განსაკუთრებით წვიმიანი არ იქნება. აღმოსავლეთ საქართველო, კლიმატური თავისებურებებიდან გამომდინარე, შედარებით მშრალი იქნება.„მთლიანი პროგნოზით, ძალიან წვიმიანი ოქტომბერი არ იქნება. კლიმატურად აღმოსავლეთ საქართველო უფრო მშრალია. ოქტომბრის დასაწყისშია უფრო მოსალოდნელი წვიმები“, - უთხრა „პრაიმტაიმს“ ხათუნა ქოქოსაძემ.

სასწრაფო პოლიცია

შემთხვევა • 1790711992

თბილისში, კორპუსში ლიფტი ჩაწყდა - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

თბილისში, სანზონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევის დროს ლიფტში 6 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ყველა მათგანი კონტაქტურია და სასწრაფო სამედიცინო ჯგუფები დახმარებას ადგილზე უწევენ. მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებს ვარკვევთ.

ცივი ამინდი

საზოგადოება • 1790710427

1 თვის ამინდის პროგნოზი სრულად

 როგორი ამინდი იქნება საქართველოში ოქტომბრის თვეში - ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ სინოპტიკოსი ხათუნა ქოქოსაძე საუბრობს.მისი ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან საქართველოში არამდგრადი ამინდი იქნება, რომელიც კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. განსაკუთრებით ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში.სინოპტიკოსის განცხადებით, მთლიანობაში ოქტომბერი დასავლეთ საქართველოში კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1-2 გრადუსით თბილი იქნება, ხოლო ნალექების რაოდენობა ნორმასთან ახლოს შენარჩუნდება.„თვის საშუალო ტემპერატურა +19, +20 გრადუსი იქნება. მთიან რაიონებში +16, +17, აღმოსავლეთ საქართველოში კი +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი.ცალკეულ დღეებში ტემპერატურა შესაძლოა +26, +27 გრადუსამდე გაიზარდოს. ღამის საათებში კი სანაპირო ზოლში ტემპერატურა 7 გრადუსამდე დაიკლებს. მთიან ზონაში შესაძლოა 0 გრადუსამდე დაეცეს, მაღალმთიან რაიონებში კი -2, -3 გრადუსიც დაფიქსირდეს“, - განაცხადა ხათუნა ქოქოსაძემ.სინოპტიკოსის პროგნოზით, ოქტომბერი მთლიანობაში განსაკუთრებით წვიმიანი არ იქნება. აღმოსავლეთ საქართველო, კლიმატური თავისებურებებიდან გამომდინარე, შედარებით მშრალი იქნება.„მთლიანი პროგნოზით, ძალიან წვიმიანი ოქტომბერი არ იქნება. კლიმატურად აღმოსავლეთ საქართველო უფრო მშრალია. ოქტომბრის დასაწყისშია უფრო მოსალოდნელი წვიმები“, - უთხრა „პრაიმტაიმს“ ხათუნა ქოქოსაძემ.

შსს

სამართალი • 1790676506

შსს: შინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრება/მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე რაიმე სახის ნებართვას არ გასცემს და მისი მთავარი ფუნქციაა დაიცვას ბალანსი შეკრების, ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ იმ ადგილებში, სადაც შეკრება, ან მანიფესტაცია მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრება/მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე რაიმე სახის ნებართვას არ გასცემს და მისი მთავარი ფუნქციაა დაიცვას ბალანსი შეკრების, ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ იმ ადგილებში, სადაც შეკრება, ან მანიფესტაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს.„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება, ან მანიფესტაცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან მათ მოძრაობას აფერხებს. შესაბამისად, სავალდებულოა პასუხისმგებელმა პირმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეიტანოს სათანადო, ხელმოწერილი გაფრთხილება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონით განსაზღვრულ მონაცემებსა და საჭირო ინფორმაციას.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის მიერ, 2026 წლის 25 სექტემბერს, წარმოდგენილი გაფრთხილება არ იყო შედგენილი კანონის მოთხოვნების შესაბამისად და არ შეიცავდა იმ ინფორმაციას რაც კანონითაა დადგენილი, კერძოდ: განცხადებაში (გაფრთხილება) არ იყო აღნიშნული შეკრების მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა; ასევე, გაფრთხილებას ხელს არ აწერდა შეკრება/მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირი ბესარიონ გედენიძე, რაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს.გარდა ამისა, საპატრულო პოლიციის მიერ, ირაკლი ფავლენიშვილს წერილობით განემარტა, რომ 2026 წლის 3-4 ოქტომბერს თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე აღინიშნება „თბილისობა 2026“-ის ღონისძიებები, მათ შორის ერთ-ერთი ძირითად ლოკაციას წარმოადგენს ევროპის მოედანი და რიყის პარკი.ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე დაწყებული აქვთ თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები, შესაბამისად, იმისათვის, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს, აქციის ორგანიზატორებს მიეცათ მითითება განეხილათ შეკრება/მანიფესტაციის გამართვის ადგილისა ან/და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი“, - აღნიშნეს უწყებაში.„ნაციონალურ მოძრაობაში“ გმართულ ბრიფინგზე მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის გამართვის ნებართვა არ მისცა. მისი თქმით, გუშინ მიიღეს შსს-საგან ინფორმაცია, რომ ვერ ჩატარდება აქცია, თუმცა, ისინი მაინც არ აპირებენ აქცია გადადონ და ყველას მოუწოდებენ, 1-ლი ოქტომბერს რიყის დოქებთან შეკრებისკენ.

ოქტომბრის ამინდი

საზოგადოება • 1790628732

„-2, -3 გრადუსი ყინვა...“ - ოქტომბრის ამინდის პროგნოზი საქართველოში

✕