„ნუ დატოვებთ ჭურჭელს ნიჟარაში“ - გოგა მანიას გაფრთხილება
1781127240
მეცნიერების შეფასებით, გადამუშავებული ხორცის ხშირი მოხმარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს პირის ღრუს კიბოს განვითარების გაზრდილ რისკთან. ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნება ბეკონი, სოსისი, ლორი, ჰოთ-დოგი და სხვ.
ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პირის ღრუს კიბოს მთავარი რისკ-ფაქტორები კვლავ რჩება თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლი და ადამიანის პაპილომავირუსი (HPV), კვების რეჟიმსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს დაავადების განვითარებაზე.
სპეციალისტების თქმით, გადამუშავებული ხორცი ხშირად შეიცავს ნიტრატებსა და ნიტრიტებს, რომლებიც ორგანიზმში შეიძლება გადაიქცეს კიბოსთან დაკავშირებულ ნაერთებად.
ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ გრილზე, შებოლვით ან მაღალ ცეცხლზე მომზადებული ხორცი შესაძლოა დამატებით რისკს ქმნიდეს, რადგან ამ პროცესში წარმოიქმნება ისეთი ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც აზიანებს დნმ-ს და ზრდის უჯრედული ცვლილებების ალბათობას.