ეს ჭურჭელი იწვევს თირკმლის სიმსივნეს და აზიანებს ფარისებრ ჯირკვალს - გიორგი ღოღობერიძის რჩევა
1780950317
სოციალურ ქსელში ვრცელდება ათონის მთაზე, წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში მოღვაწე ბერი ერმოლაოსის (ჭეჟია) განმარტება მიუტევებელი ცოდვის შესახებ.
ბერის განმარტებით, სულიწმინდის გმობა მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი, რომელსაც ღვთის განსაკუთრებული მადლით ღრმად აქვს გაცნობიერებული და გამოცდილი ღვთის არსებობა, შეგნებულად და ნებაყოფლობით უარყოფს მას. ასეთ შემთხვევაში, ადამიანს უკვე აქვს მიღებული ღვთის შემეცნების განსაკუთრებული გამოცდილება, თუმცა ამის მიუხედავად, თავად ირჩევს ღმერთისგან განდგომას.
კითხვა: ვიცი, რომ ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება სულიწმინდის გმობის ცოდვის გარდა. ეს რას გულისხმობს? ზუსტად არ ვიცი და მართლა მიეტევება ყველა ცოდვა?
პასუხი: სულიწმინდის გმობის ცოდვაა, როცა უფლისგან მადლმონიჭებული ადამიანი შეგნებულად უარყოფს ღმერთს. უფალი სულიწმინდის ძალით ზოგიერთ ადამიანს აძლევს მოჭარბებულ მადლს, რომლის ძალითაც ამ ადამიანისთვის ღვთის — სამების რეალობა ცხადზე უცხადესი ხდება. და თუ ამის შემდეგ ადამიანი მაინც გადაწყვეტს ეჭვი შეიტანოს ღვთის არსებობაში, მაშინ ის სცოდავს სულიწმინდის წინაშე, რომლის ძალითაც მას ეს მადლი ებოძა.
ყველა სხვა ცოდვას, თუ ადამიანი მოინანიებს, ღმერთი მიუტევებს, მაგრამ ამ ცოდვას — ვერა, რადგან ამ შემთხვევაში მონანიება არსობრივად გამორიცხულია ამ ცოდვის ბუნების გამო.
სწორედ ამ ცოდვაში ჩავარდა სატანა: ის ანგელოზი იყო და სავსე იყო ღვთის შემეცნების მადლით, მაგრამ მან შეგნებულად უარყო ღმერთი, რის გამოც მას უკვე მონანიება აღარ შეუძლია და, შესაბამისად, არც ღმერთს შეუძლია მისი მიტევება.