mzisa zazadze

ვინ არის 27 წლის ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოსპიოში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვლილი 27 წლის მზისა ზაზაძეა. 

ახლობლის თქმით, ახალგაზრდა ქალმა კლინიკაში ფიზიოლოგიური წესით იმშობიარა და მიუხედავად ჩივილებისა, პაციენტი სახლში გაწერეს.

მდგომარეობის გაუარესების გამო, ახალგაზრდა ქალი 6 აგვისტოს კლინიკაში გადაიყვანეს, იგი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 7 აგვისტოს კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე, სხვა დეტალები უცნობია.

მთავარი სიახლეები