ნაძვის ხის დადგმის საუკეთესო თარიღები დეკემბერში
1794774449
14 ნოემბერს აბუ-დაბიში, Etihad Arena-ზე გამართულმა პროფესიონალური ჭიდაობის ამერიკული ლიგის — Real American Freestyle-ის (RAF) მასშტაბურმა ტურნირმა სპორტის ამ სახეობაში არსებული ფინანსური სტანდარტები რადიკალურად შეცვალა. ღონისძიებაში ქართველმა სპორტსმენებმა მერაბ დვალიშვილმა, საბა ლაზიშვილმა და გიგა ჭიკაძემ იასპარეზეს. შეჯიბრების ფინანსური მხარის შესახებ ინფორმაცია ბიზნესპრესნიუსმა მოამზადა.
საერთაშორისო სპორტული გამოცემების შეფასებით, ლიგის ტოპ-მებრძოლების ანაზღაურება ერთ შეხვედრაში 80 000-დან 350 000 დოლარამდე მერყეობს. ტურნირის მთავარი ჰედლაინერების, მათ შორის მერაბ დვალიშვილის გარანტირებული ჰონორარი ექვსნიშნა დიაპაზონში (150 000 – 300 000 დოლარი) ფასდება.
რაც შეეხება დებიუტანტებს, მათი კონტრაქტები კონფიდენციალურია, თუმცა ფიქსირებული თანხის გარდა, RAF-ში გამარჯვებისა და საუკეთესო გამოსვლისთვის სოლიდური ბონუსები მოქმედებს. ამ მხრივ გამორჩეული აღმოჩნდა 21 წლის საბა ლაზიშვილი, რომელმაც სადებიუტო ბრძოლაში გამარჯვებასთან ერთად „საღამოს საუკეთესო პერფორმანსის“ ჯილდო და დამატებითი ფინანსური პრემიაც დაიმსახურა.
შეგახსენებთ, 14 ნოემბერს აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილმა ბრაზილიელი მარლონ მორაესი (4:2), ხოლო საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ამერიკელი ურაია ფეიბერი (12:7) დაამარცხა.