„ქუთაისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „ქუთაისის აეროპორტი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის რენტგენოინსპექტირების აპარატზე სკანირებისას ჯამში - 166 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

40 397 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი კანონდამრღვევ მოქალაქეს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოს საზღვარზე მალულად შემოჰქონდა.

საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

✕