რუსთავში კორპუსიდან კაცი გადავარდა და გარდაიცვალა

რუსთავი

რუსთავში, ჭყონდიდლის დასახლებაში მე-4 სართულიდან 40 წლის კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. 

როგორც "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, მამაკაცი, რომელიც მე-4 სართულის აივნიდან გადმოვარდა, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"როგორ გადმოვარდა მე არ ვიცი. კაცმა გაიარა და მითხრა გუსია გადმოვარდა ზევიდანო. გამოვიქეცი და დავინახე, რომ წევს, დედამისი კი აგერ გაჩერებაზე იჯდა. მისი და მოვიდა და საავადმყოფოში გაჰყვა. მე-4 სართულიდან გადმოვარდა. სასწრაფო რომ მოვიდა სუნთქავდა, მერე დავინახე, რომ აღარ. ჩაუტარეს დახმარება და წაიყვანეს. არაფხიზელ მდგომარეობაში იყო",- განუცხადა ადგილობრივმა "ინფო რუსთავს".

მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების ექიმმა, ირმა სულაქველიძემ განუცხადა, მამაკაცი მათთან გაჩერებული გულით შეიყვანეს, სასწრაფო დახმარების ავტომობილში დაწყებული რეანიმაციული ღონისძიებები კლინიკაში განაგრძეს, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.