მამა შალვა

1680043488

„100-ზე მეტი ადამიანი მოვიდა და მოინანია...“ - მამა შალვა განმარტავს, რა არის საჭირო „ბიბლიური თავისუფლების“ დასატოვებლად

პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ 2017 წელს რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნა, სახელწოდებით „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“. ორგანიზაცია წვევამდელებს სასულიერო პირებად აკურთხებს და შესაბამის ცნობებსაც გასცემს. 2021 წელს წმინდა სინოდის განჩინებით, ცნობილი გახდა, რომ „გირჩის“ მიერ შექმნილი „ბიბლიური თავისუფლების“ წევრებს ზიარება, ჯვრისწერა, ნათლობა და წესის აგება ეკრძალებათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, რამდენიმე სასულიერო პირი განჩინებას არ ემორჩილება და საკუთარი ინიციატივით, გარდაცვლილებს წესს უგებს.რამდენიმე დღის წინ ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ 27 წლის ბიჭის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ წესი ვერ აუგო, რადგან „გირჩი ბიბლიური თავისუფლების“  „რელიგიურ“ სექტაში იყო გაწევრებული. სასულიერო პირმა განმარტა, რომ ახალგაზრდები შეცდომაში შეყვანილები არიან და იმ „ფარატინა ფურცელმა“, რომელმაც დროებით ჯარიდან დაიხსნა, ეკლესიას დააშორა და სარწმუნოებაზე ხელმოწერით უარი ათქმევინა.სასულიერო პირის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „გირჩის“ და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მტკიცებით, რელიგიური ორგანიზაციის წევრობა ნიშნავს თავისუფლების მნიშვნელოვან ღირებულებად აღიარებას, რაც არც ერთ სხვა რელიგიურ კონფესიასთან არ მოდის წინააღმდეგობაში. თუმცა, მეორე ნაწილი საწინააღმდეგო პოზიციაზეა.„პრაიმტაიმთან“ მამა შალვამ ისაუბრა.მამა შალვა კეკელია: - წმინდა სინოდმა 2 წლის წინ მიიღო ოფიციალური დადგენილება, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც არიან „ბიბლიურ თავისუფლებაში“ გაწევრებულები, მათზე ყველანაირი ღვთის, საეკლესიო მსახურება არ შეიძლება შესრულდეს ერთი მიზეზის გამო, ეს ადამიანები, როდესაც იქ წევრიანდებიან, უარს ამბობენ ქრისტიანობაზე. მათ ატყუებენ, ეუბნებიან, რომ ეს არაფერს ნიშნავს, მხოლოდ ფარატინა ფურცელიაო და ამ დროს, ადამიანები სექტაში წევრდებიან როგორც სასულიერო პირები. ამას სხვადასხვა მიზეზით აკეთებენ, თუმცა, მართლმადიდებლობას რა მიზეზით დატოვებ, გამართლება არ აქვს. ჩვენ ადამიანებს თავისუფალ ნებას არ ვუზღუდავთ. ყველას აქვს უფლება, რომელ სარწმუნოებაშიც სურს, გაწევრიანდეს. ეს მისი არჩევანია და ამის გამო, არავის ვებრძვით. მაგრამ, როცა ადამიანი სხვა რელიგიის აღმსარებელი ხდება, მასზე მართლმადიდებლური მსახურებები არ აღესრულება. ეს ბუნებრივია, ჩვენ იეჰოვას მოწმეები არ გვთხოვენ ჯვრის დაწერას და სხვა რიტუალის აღსრულებას, რადგან ამ ყველაფერს არ აღიარებენ. ამ ახალგაზრდებს კი ატყუებენ და ეუბნებიან, რომ ეს არაფერს ნიშნავსო. რეალურად ნიშნავს - ადამიანი ხელს აწერს და თანხმობას აცხადებს, რომ ხდება სექტის წევრი, ყველაფერს ხელმოწერით ადასტურებს.ვიდეო მიმართვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩემი რამდენიმე სტიქაროსანიც ყოფილა გაწევრიანებული იქ და არ იცოდნენ, ეს რამხელა პრობლემა იყო და რამხელა ცოდვაში იყვნენ. ამ განცხადების შემდეგ ჩემთან 1 კვირის განმავლობაში 100-ზე მეტი ადამიანი მოვიდა, რომელმაც მოინანია და ეკლესიაში დაბრუნდნენ.ბიბლიაარამართლმადიდებელ ადამიანს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთის მსახურებას არ აღასრულებს. ამ შემთხვევაში, რა შუაშია ბიბლია... კათოლიკეებს ჩვენ წესს არ ვუგებთ, არც იეჰოვას მოწმეებს. მათ თავიანთი არჩევანი აქვთ... თუ ადამიანი ამ სექტის წევრი გახდება, ბუნებრივია, მასზე მსახურება არ აღესრულება. „სექტა“ჩვეულებრივი „რელიგიური“ სექტაა. სახელმწიფოს აქვს ბრძანება გამოცემული, ჯარში მხოლოდ სასულიერო პირები არ მიჰყავთ. ის უნდა იყოს სექტის, რელიგიის წარმომადგენელი. სხვა შემთხვევაში ჯარში წაიყვანდნენ. ისინი როგორც სექტა, ისე არიან გაფორმებულები, თუ ადამიანი ასეთ სექტაში გაწევრიანდება, მას მართლმადიდებლურ ეკლესისთან შეხება უკვე აღარ აქვს. მონანიებაარსებობენ სასულიერო პირები, რომლებმაც თქვეს, რომ საეკლესიო რიტუალს „გირჩში“ გაწევრებულებისთვის მაინც აღავლენდნენ. მათ ამას არავინ უშლის, მაგრამ სინოდმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ადამიანმა ნებისმიერ ეკლესიას და ნებისმიერ სასულიერო პირს უნდა მიმართოს, უნდა ითხოვოს პატიება და შენდობა. მოძღვარი მას ხელწერილს დააწერინებს, ამის შემდეგ მოძღვარი შენდობის ლოცვას წაუკითხავს და ის ეკლესიის წიაღში ბრუნდება. ძალიან მარტივი პროცედურაა.

salome chachua

1680043451

VIDEO: სალომე ჭაჭუა სამშობლოში დაბრუნდა - ნახეთ, რა კადრებს აქვეყნებს სახლიდან მოცეკვავე

ირლანდიური „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დატოვების შემდეგ სალომე ჭაჭუა სამშობლოში დაბრუნდა.როგორც ჩანს, მოცეკვავე მუდამ ფორმაში ყოფნას ცდილობს და აქტიურად ვარჯიშობს.მნახეთ კადრები ↓

გიორგი დიასამიძე

1680043109

„ურთიერთობაში ძალიან სხვანაირი ვარ....“ - როგორი გოგონები მოსწონს გიორგი დიასამიძეს

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე გიორგი დიასამიძე თავისუფალია. შეყვარებულს რამდენიმე წლის წინ დაშორდა და 4-წლიანი ურთიერთობა დაასრულა, ამ ეტაპზე კი მისი გულის მოგება, ჯერჯერობით, ვერავინ შეძლო.როგორი გოგოები მოსწონს 34 წლის ახალგაზრდა კაცს - ამაზე ის „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.„პირად ცხოვრებაში, ჯერჯერობით, არაფერი ხდება. სანამ პროექტში შემოვიდოდი, ძალიან ბევრი საქმე მქონდა, მართლა არ მეცალა. ახლა გოგონებისგან არის სიმპათიები. მათი ყურადღება ძალიან გაიზარდა. მწერენ პირადში, ჯგუფებში, ძალიან მაგარი შეტყობინებები შემომდის. მწერენ ემიგრანტები ბელგიიდან, ისრაელიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან...გოგო რომ მომეწონოს, უნდა დავიჭირო მომენტი, გამოხედვა, თვალებში შეხედვა... აქედან გამომდინარე გრძნობები და ქიმია გრძელდება. ვერ აგიხსნი, უნდა ვიგრძნო. ურთიერთობაში ძალიან სხვანაირი ვარ. შეიძლება გამვლელი დავინახო და ისე შევხედოთ ერთმანეთს, მომენტი ვიგრძნო.“ - ამბობს პროექტის მონაწილე.

ბაგირა

1680034045

VIDEO: ბაგირა შეყვარებულს აღარ მალავს - ნახეთ, რა კადრებს აზიარებს „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე

„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილე დეა ხიდაშელი ურთიერთობას აღარ მალავს.რამდენიმე თვის წინ „პრაიმტაიმი“ მის ცხოვრებაში არსებულ სასიამოვნო სიახლეზე წერდა. ამჯერად, დეამ ახალი კადრები გამოაქვეყნა, თუმცა, არც ახლა სურს მეტის თქმა რჩეულზე.            View this post on Instagram                       A post shared by 🐆 (@bagira__________________)

გიორგი შაქარაშვილი

1680032076

„მოუშუშებელი ტკივილი...“ - გიორგი შაქარაშვილის დედა შვილის უცნობ ფოტოს აქვეყნებს

2020 წელს გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დედა სოციალურ ქსელში გიორგის აქამდე უცნობ ფოტოებს ასაჯაროებს.თამუნა შალვაშვილი გიორგი შაქარაშვილის ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს:„მწარე მონატრება“. „ჩემი მოუშუშებელი ტკივილი“…ცნობისთვის, 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლების ერთ-ერთ აგარაკზე გამართულ დაბადების დღის წვეულება ტრაგიკულად დასრულდა.19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი ძიების შემდეგ, რომელშიც ოფიციალური ინფორმაციით, 70 მაშველი იყო ჩართული, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

ნიკო ქართველი

1680028811

„ერთი თვის წინ 6-წლიანი ურთიერთობა დავასრულე... იდეალური ურთიერთობა მაქვს ოთხივე ყოფილ მეუღლესთან“ - ნიკო ქართველი პირადზე

„პრიამ ჰაუსის“ მონაწილის, ნიკოლოზ ქართველის პირადმა ცხოვრებამ საზოგადოების ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც სალომესთან ურთიერთობა დაეძაბა. სალომეს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ნიკოს ჰყავდა მეუღლე და მას ატყუებდა. ნიკომ ეს რამდენჯერმე უარყო, თუმცა, საბოლოოდ, მისი ყოფილი მეუღლის გავრცელებული ვიდეოც აქ აღმოჩნდა ამ ფაქტის დამადასტურებელი მოწმობა. „პრაიმტაიმი“ ნიკოს პირად ცხოვრების უცნობ დეტალებზე ესაუბრა.„4 მეუღლე მყავდა, ოფიციალურად ორი. 5 თვის წინ 6-წლიანი ურთიერთობა დავასრულე. ხუთი თვის წინ გავაოფიციალურეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, 1 თვეზე ცოტა მეტი ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ დავიშალოთ. იდეალური ურთიერთობა მაქვს ოთხივესთან... გოგო, რომელმაც ჩემი მხარდამჭერი ვიდეოები გადაიღო, უმაგრესი ადამიანია, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ნაწილია დღემდე და ჩემი მთელი ცხოვრების მანძილზე ასე იქნება. ის დამეხმარა ჩემი შვილის გაზრდასა და აღზრდაში. დღემდე ჩემს ცხოვრებაში უდიდეს მეგობრად და ადამიანად რჩება.“ - ამბობს ნიკო.

salome ushkhvani

1680028100

„ერთი შენიშვნა მომცა...“ - რას ამბობს სალომე უშხვანი შვილზე და ნიკოსთან ურთიერთობაზე

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეების, სალომესა და ნიკოს შორის დაძაბულობა მეტ-ნაკლებად გაქრა, თუმცა, ნიკოს შვილის გამო დისტანციას კვლავ ინარჩუნებენ. ცნობილია, რომ სალომეს 2 შვილი ჰყავს, 8 წლის ვაჟი და 5 წლის გოგონა.„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, როგორია მისი უფროსი შვილის რეაქცია, როცა დედას „პრაიმჰაუსის“ ეპიდოდებში ხედავს და რა აზრისაა ნიკოსთან ურთიერთობაზე.„ყველაზე მეტად ჩემი უფროსი, 8 წლის შვილი მგულშემატკივრობდა. რეგულარულად არ უყურებს ხოლმე, მაგრამ რამდენჯერმე გადაცემას ერთად ვუყურეთ. თავისი გამოკვეთილი პერსონაჟიც ჰყავდა, ახლაც ძალიან აქტიურად მგულშემატკივრობს. არანაირი უარყოფითი მოსაზრება არ აქვს. რაც შეეხება ნიკოსთან ურთიერთობას, ამაზე კონკრეტულად არაფერი უთქვამს, თუმცა, ერთი შენიშვნა მომცა, მეტად მხიარული იყავიო.“ - ამბობს სალომე უშხვანი.

პატარა ქომაგი

1680016903

VIDEO: „მადლობა, ჩემი ოცნების ახდენისთვის“ - პატარა ქომაგი მიმართვას ავრცელებს

ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში გავრცელდა პატარა ბათუმელი ბიჭის ვიდეო, რომელსაც  საქართველოსა და „ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ნახვა სურდა და შესაბამისად, ითხოვდა დღევანდელ მატჩზე დასწრებას.პატარას ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ოცნება აუხდინა და საქართველო-ნორვეგიის მატჩის ბილეთი აჩუქა.ბათუმელი ბიჭი ვიდეოს ქვეყნებს და მადლიერებას გამოხატავს.

დანიელი

1680011638

„ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს...“ - ბატუტზე დაშავებული მოზარდი ბათუმის კლინიკაში გადმოიყვანეს

ბათუმში, ბატუტზე დაშავებული 3 წლის მოზარდი თურქეთიდან საქართველოში გადმოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.მისივე ცნობით, ოჯახს საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება.„12 მარტს ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად, გარდაიცვალა 9 წლის დავიდ ბერიძე. მისი მცირეწლოვანი ძმა 3 წლის დანიელ ბერიძე უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს თურქეთის კლინიკაში. იქ გადიოდა მკურნალობას, ამჟამად ბავშვი ბათუმის კლინიკაში გადმოიყვანეს. გთხოვთ, დავეხმაროთ პატარა დანიელის ოჯახს, რადგან მას სჭირდება რეაბილიტაციის კურსი და ძვირადღირებული მედიკამენტები. გთხოვთ გააზიაროთ უფრო მეტმა რომ ნახოს და მშობლებს პატარა დანიელი ჯანმრთელი დაუბრუნოს მიმღები:  თაზო ბერიძე (მამა)GE67TB7699245068100030 თიბისიGE20BG0000000545804997 საქართველოილოცეთ ემიგრანტებო. სრული შოკი მივიღე ამ ინფორმაციით! მე მჯერა, დანი მაგრად იქნება უფლის წყალობას გისურვებ, დანიელ. ლოცვა მთებს დაძრავს, ელოდე და იმედი იქონიე...“- წერს შოთო სიხარულიძე.შეგახსენებთ, 12 მარტს, ბათუმში ტრაგედია დატრიალდა.ბულვარში ძლიერი ქარის გამო ბატუტი გადაბრუნდა, რა დროსაც ატრაქციონზე ორი ბავშვი იმყოფებოდა. 10 წლის დავითი გარდაიცვალა, რაც შეეხება მის ძმას, სამი წლის დანიელს, მძიმედ დაშავდა.ბათუმის ბულვარში მომხდარ ფაქტზე 64 წლის კაცი დააკავეს.

ამინდიი

1680008141

ძალიან ძლიერი ქარი, თოვა, შტორმი - საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება.29 მარტის ღამის საათებში შავი ზღვის სანაპიროზე და გურია-სამეგრელოს ცალკეულ რაიონებში, ხოლო 29 მარტის დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ქარბუქი აღინიშნოს.30 მარტიდან 2 აპრილამდე მნიშვნელოვნად დაიწევს ჰაერის ტემპერატურა. 31 მარტის და 1-ლი აპრილის ღამის საათებში დაბლობსა და ბარშიც შესაძლებელია უარყოფითი ტემპერატურა აღინიშნოს. 30 მარტიდან 1-ელ აპრილამდე ნალექი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლის სახითაა მოსალოდნელი, ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს. მოსალოდნელმა ძლიერმა ქარმა შესაძლებელია შენობების სახურავების, ელექტროგადმცემი ხაზების, ხეების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანება გამოიწვიოს. ჰაერის უარყოფითი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ნეგატიურად იმოქმედებს ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე.

ნაკრები

1680006435

„შემადგენლობის გამოცხადებისას ბიჭების სახელებს იტყვიან, გვარები ჩვენ დავაბოლოვოთ“ - რა გეგმები აქვთ გულშემატკივრებს?

დღეს, 20:00 საათზე „აჭარაბეთ არენაზე“ საქართველოს ნაკრები ნორვეგიას დაუპირისპირდება. მოქალაქეების ძირითადი შეკრების ადგილი დღეს ბათუმია.სპორტული ჟურნალისტი, საბა საპანაძე გულშემატკივრებს მიმართავს და საკუთარ ინიციატივას უზიარებს.„როგორც იცით, მუხტის შექმნა, საოცარი ატმოსფეროს შექმნა როგორც მატჩის დროს, ასევე თამაშის დაწყებამდეც, აუცილებელია. თქვენთან რამდენიმე თხოვნა გვაქვს, რომელიც ძალიან გვინდა ერთად შევასრულოთ:1 - დღეს მატჩის დიქტორი საქართველოს ნაკრების შემადგენლობის გამოცხადებისას მხოლოდ ბიჭების სახელებს იტყვის, გვარები კი ჩვენ დავაბოლოვოთ, საოცარი სანახავი იქნება.2 - არ „ტეხავს“, პირიქით, საამაყოა შენი ქვეყნის ჰიმნის სიმღერა. ყველამ ერთად ვიმღეროთ საქართველოს ჰიმნი  ამისთვის კი საჭიროა 19:30-19:40 უკვე სტადიონზე, კუთვნილ ადგილებზე ვიყოთ. ერთად შევქმნათ საოცარი ატმოსფერო.ეს პოსტი არ ეხება ქართული სპორტის ქომაგებს, რომლებიც ჩემს მიერ დაწერილ თხოვნებს, თხოვნის გარეშეც იდეალურად ასრულებენ.“ - წერს საბა საპანაძე.

გივიკო დიდია

1680005696

„ძიას ბიჭი მოვიდა, გულს ბაგა-ბუგი გააქვს“ - გივიკო დიდია ვიდეოს აქვეყნებს

გივიკო დიდიას ახალშობილი ძმის შვილი სამშობიაროდან სახლში გაწერეს. ბიძამ კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.„ღმერთო, რა დიდებული გრძნობაა ძმისშვილი. გულს ბაგა-ბუგი გაქვს.“ - წერს ბლოგერი.