ეს არ უნდა გამოტოვოთ! - ახალი წლის ღამეს, „რუსთავი 2-ზე“ ორი ბინა და 10 ათასი ლარი გათამაშდება

რ2 გადაცემები

31 დეკემბერს, „რუსთავი 2“ ჯადოსნურ საახალწლო ეთერს გპირდებათ. ახალი წლის ღამეს 2 ბინა და 10 ათასი ლარი გათამაშდება.

გემოების თამაში, კრეატივი, სერვირება და ერთი საათი მთავარი კერძის მოსამზადებლად - ყველაფერი, როგორც ნამდვილ სამზარეულოში, ეს გასტრონომიული მეგა პროექტი, „შეფების ლიგაა“, რომლის ფინალიც 31 დეკემბერს შედგება და გამარჯვებულის ვინაობა 19:50 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.

ამავე საღამოსაა ყველაზე რეიტინგული რეალითი შოუს, „პრაიმ ჰაუსის“ ფინალი. 3-თვიანი ბრძოლის შემდეგ, ცნობილი გახდება, ვინ გაიმარჯვებს. მანამდე, მაყურებელს საშუალება ექნება, მონაწილეების საკონცერტო ნომრები იხილოს და საახალწლო განწყობა წინასწარ შეიქმნას. 

და ბოლოს, მორიგი სოლიდური პრიზი სამხრეთ კორეული სატელევიზიო შოუს ქართული ანალოგის, „გვაჩვენე შენი ხმის“ გამარჯვებულს გადაეცემა. ტრადიციულ და მოწვეულ ჟიურის წევრებს მოუწევთ, 12 საუკეთესოდან ერთის არჩევა, რომელსაც 10 ათას ლარიანი ფულადი ჯილდო გადაეცემა.

„რუსთავი 2-ის“ ჯადოსნურ საღამოზე, პრაიმტაიმს“  უფრო ვრცლად, პროექტების მთავარი პროდიუსერი, გიორგი ხაბურზანია ესაუბრა.

გიორგი ხაბურზანია: ახალი წლის ღამე „რუსთავი 2-ზე“ ყოველთვის გამოირჩეოდა, თუმცა, წელს კიდევ უფრო გამორჩეული და ჯადოსნურია, რადგან სამი დიდი პრიზი ერთდროულად, ერთი და იგივე დღეს თამაშდება. 31 დეკემბერს „შეფების ლიგის“ სეზონი მთავრდება, გამარჯვებულს საჩუქრად ბინა გადაეცემა. ძალიან გვიხარია, რომ პირველი სეზონისთვის შევძელით და ჩვენს სპონსორებთან და პარტნიორებთან, „მონოლით“ ჯგუფთან ერთად ასეთი დიდი პრიზი დაწესდა. 

შემდეგ უკვე „პრაიმ ჰაუსის“ ფინალია. იქნება მთელი სეზონის შეჯამება, მხიარული სანახაობა, საახალწლო განწყობა. იქნება სხვადასხვა სეზონის „პრაიმ ჰაუსელების“ მუსიკალური ნომრები,  რა თქმა უნდა, მეოთხე სეზონის გამარჯვებული საჩუქრად ბინას მიიღებს. 

ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, ახალი წელი დადგება, საახალწლო სუფრასთან შემომსხდრები თვალს „გვაჩვენე შენი ხმის“  შემაჯამებელი საღამოს ადევნებენ. იქნებიან ისეზონის მანძილზე აღმოჩენილი მომღერლები და ის ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც აქამდე არ ვიცნობდით და ამ შოუმ არმოაჩინა. 12 ასეთი მომღერალი საკონკურსო ნომრით წარდგება მაყურებლის წინაშე და მათ ჟიური შეაფასებს. ასევე, გვყავს მოწვეული ჟიურიც, ნიკოლოზ რაჭველი და რუსა მორჩილაძე. რთულია 12-დან საუკეთესოს შერჩევა, მაგრამ 10 000 ლარიან პრიზს მხოლოდ ერთი მიიღებს. ასეთი ჯადოსნური ღამეა, ნონ-სტოპ რეჟიმში რომ დაიწყება დღე, პირველი იანვრის დილამდე გაგრძელდება. 

ახალი წლის რეიტინგებს „რუსთავი 2“ ყოველთვის იგებს ხოლმე. გვინდა, რომ წელსაც ყველამ ჩვენ გვიყუროს, რადგან მართლაც ჯადოსნური ღამეა, ასეთი არსად იქნება. 

გარდა ამისა, საახალწლო დღეებში რუსთავი 2-ზე იქნება „თეატრალური კვარტეტისა“ (3 იანვარს, 21:300 საათზე) და „შვიდკაცას“ (5 იანვარს, 21:30 საათზე) კონცერტები.