7 რამ, რაც ბავშვებს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემათ
1792699875
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას დედა, მაკა ლუკავა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართავს.
„ყველას დიდი მადლობა ხვიჩას სიყვარულისთვის და გამხნევებისთვის.
ხვიჩას უფალმა არგუნა ის ბედი, რასაც გადის, წარმატებაც და განსაცდელიც, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება!! ის უფალს უყვარს და უფრო ძლიერს დაუბრუნებს თავის ქვეყანას და გულშემატკივრებს! ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე!! მადლობა!!!
ამაყი ვარ შენი სიძლიერით დედი!“, - წერს მაკა ლუკავა სოციალურ ქსელში.
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურში, „ბარსელონასთან“ გამართული შეხვედრის დროს დაშავდა.
„პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალური ინფორმაციით, კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა. ფეხბურთელს უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება.
მძიმე ტრავმის გამო კვარაცხელია რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.