1795121106
ამინდი მკვეთრად გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
გარემოს ეროვნული სააგენტო 20 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების ცნობით, 19 ნოემბრიდან 20 ნოემბრის შუაღამემდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე – საშუალო).











