1794829587
ევროპარლამენტში ლიბერალური პოლიტიკური ჯგუფი Renew Europe სლოვენიის მთავრობას მოუწოდებს, უკან გაიწვიოს საარჩევნო და სარეფერენდუმო კამპანიის შესახებ კანონში შეთავაზებული შესწორება - ცვლილება ორგანიზაციებს წარსულში მიღებული უცხოური დაფინანსების გამო რეფერენდუმის კამპანიებიდან გამორიცხავს, შეზღუდვა გავრცელდება, მათ შორის, ევროკომისიის გრანტებსა და მომსახურების სანაცვლოდ მიღებულ გადახდებზე
ევროპარლამენტში ლიბერალური პოლიტიკური ჯგუფი Renew Europe („ევროპის განახლება“) სლოვენიის მთავრობას მოუწოდებს, უკან გაიწვიოს საარჩევნო და სარეფერენდუმო კამპანიის შესახებ კანონში შეთავაზებული შესწორება. ცვლილება ორგანიზაციებს წარსულში მიღებული უცხოური დაფინანსების გამო რეფერენდუმის კამპანიებიდან გამორიცხავს.
გარდა ამისა, ჯგუფი ევროკომისიას მოუწოდებს, შეაფასოს აღნიშნული შესწორების თავსებადობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დაიწყოს საპროცედურო სამართალდარღვევის პროცედურები სამოქალაქო საზოგადოების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების დასაცავად.
შეთავაზებული შესწორების თანახმად, ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელსაც გასული ხუთი წლის განმავლობაში უცხოური დაფინანსება მიუღია, აეკრძალება კამპანიის ორგანიზატორად დარეგისტრირება. აღნიშნული რეგისტრაცია კი სავალდებულო სამართლებრივი მოთხოვნაა რეფერენდუმის კამპანიებში მონაწილეობის მისაღებად.
შეზღუდვა გავრცელდება, მათ შორის, ევროკომისიის გრანტებსა და მომსახურების სანაცვლოდ მიღებულ გადახდებზე. აღსანიშნავია, რომ სლოვენიური კანონმდებლობა ისედაც კრძალავს საარჩევნო და სარეფერენდუმო კამპანიების უცხოეთიდან დაფინანსებას.
პოლიტიკური ჯგუფი სოლიდარობას უცხადებს სლოვენიის სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის ინსტიტუტს „8 მარტი“, რომელმაც წამოიწყო მოქალაქეთა ინიციატივა „ჩემი ხმა, ჩემი არჩევანი“. ამ ინიციატივამ მოქალაქეების მოთხოვნა უსაფრთხო და ხელმისაწვდომი აბორტის შესახებ ფართო ევროპულ მოძრაობად აქცია.
ევროპარლამენტარი ირენა იოვევას შეფასებით, მოქალაქეთა ორგანიზაციების სარეფერენდუმო კამპანიებიდან გამორიცხვა დემოკრატიას შეასუსტებს:









