„იქ საყვარელი დედიკო დახვდება და ისევ იზრუნებს მასზე“ - ქობულეთში გარდაცვლილ ბიჭს ემშვიდობებიან

ლუკა ამბრიაშვილი

ქობულეთში გარდაცვლილი 21 წლის ბიჭი ლუკა ამბრიაშვილი იყო. ცნობილია, რომ მას ამ შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე დედა გარდაეცვალა, რასაც ძალიან განიცდიდა.

გორელ ბიჭს სკოლის ადმინისტრაცია ემშვიდობება.

„ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და მათი მშობლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ამავე სკოლის ნამოწაფრის, ლუკა ამბრიაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ ლუკას ოჯახს, ახლობლებს, კლასელებს, მეგობრებს.

ლუკა ყველასათვის საყვარელი ბიჭი იყო, სიცოცხლით სავსე, ენერგიული, გულღია, ალალი, მოსიყვარულე ყველას მიმართ, ზრდილობიანი, უყვარდა ხატვა, იუმორი. ძალიან კარგი დედა ჰყავდა და მის დაკარგვას უზომოდ განიცდიდა.

ყველას გული ატკინა თავისი უდროო წასვლით, მაგრამ იქ საყვარელი დედიკო დახვდება და ისევ იზრუნებს მასზე. ლუკას გაბრწყინებული თვალები და თბილი ღიმილი ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში. სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა მის ლამაზ სულს.“ - ნათქვამია სამძიმრის წერილში.