უკრაინაში დაღუპულ ჯაბა ხოფერიას დღეს დაკრძალავენ

გურია

უკრაინაში დაღუპულ მებრძოლ ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას დღეს გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ გვიმბალაურში სამხედრო პატივით საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მისი ცხედარი სამშობლოში 8 დეკემბერს გამთენიისას გადმოასვენეს.

ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია უკრაინაში დაღუპული 27-ე ქართველი მებრძოლია.

25 წლის ახალგაზრდა მებრძოლი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა, ერთ-ერთი დაბომბვისას, ის ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, გაიარა სათანადო მკურნალობის კურსიც, მაგრამ ეს უშედეგო აღმოჩნდა.

ქართველი მებრძოლი 1 დეკემბერს დაიღუპა.