1794829587
„მედალფა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ჰოსპიტალური ქსელი „მედალფა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლანჩხუთის კლინიკის მთავარი ექთნის, ინგა ზენაიშვილის, მოულოდნელი გარდაცვალების გამო.
„მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენი გუნდისთვის. კოლეგების მეხსიერებაში იგი სამუდამოდ დარჩება როგორც ღირსეული პროფესიონალი, კეთილშობილი ადამიანი და ერთგული თანამშრომელი.
ჰოსპიტალური ქსელი „მედალფა“ გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.









