მარიამ ჩიქობავა

1788699922

შენ ჩემი პატარა ქუჩის ნათელი წერტილი იყავი... - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მარიამ ჩიქავა დღეს დაკრძალეს

ანაკლია-ზუგდიდის გზაზე რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მარიამ ჩიქავა დღეს დაკრძალეს.როგორც ინფორმირებული წყარო ექსკლუზიურად გვიყვება სოფელ კოკის მოსაცდელში 4 ახალგაზრდა ზუგდიდისკენ მიმავალ ტრანსპორტს ელოდებოდა.„4 ახალგაზრდა იდგა იმ ავბედით დილით მოსაცდელთან. სანამ ეს ტრაგედია დატრიალდებოდა ერთ მანქანას,რომელსაც წინა მხარეს მგზავრი ეჯდა,4 მგზავრიდან უკან ჩაისვა სამი და განაგრძეს გზა ზუგდიდისკენ. მოსაცდელში დარჩა ტრანსპორტის მომლოდინე 28 წლის მარიამი,რომელიც 4 წელია ზუგდიდში ამბოლში მუშაობდა კონსულტანტად.ამ დროს 10 წუთის ინტერვალში გაუჩერა მარიამს ნისან ჯიპის მარკის ავტომობილი ბაკურ გაბისონიამ. ავტოსაგზაო შემთხვევა კი რამდენიმე წუთში კახათის გზაზე მოხდა.მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა",- გვიყვება წყარო.მარიამი მოსაზღვრე სოფლის ტაძრიდან გამოსვენეს და საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.ობოლ გოგოს მთელი სოფელი გამოემშვიდობა.მარიამის ხსოვნას ემოციურ პოსტს უძღვნის მისი მეზობელი ლევან თორია.„მარიამი ჩემი ახლობელი იყო.მართალია, ძალიან ახლო ურთიერთობა არ გვქონია და ასაკითაც ჩემზე უფროსი იყო, მაგრამ როცა ერთმანეთს ვხვდებოდით, ყოველთვის ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა. ისეთი ადამიანი იყო, რომლის ნახვაც გიხაროდა.მარიამი ობოლი გოგო იყო. ბებია-ბაბუამ გაზარდეს. რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს მისთვის, მაგრამ დამეთანხმებით მშობლის დედ-მამის ზურგის ქონა მაინც სულ სხვა რამეა.თითქოს არ ეტყობოდა. ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა, არ შეემჩნია. მაგრამ რამდენი წელიც არ უნდა გასულიყო, მის თვალებში მაინც შეამჩნევდი სევდის პატარა კვალს. იმ სევდას, რომელიც ალბათ არასდროს გამქრალა. მშობლები ხომ სულ პატარას, ექვსი წლისას დაეღუპა.და ახლა 29 წლის მარიამიც აღარ გვყავს.არ მქონია მასთან ისეთი ახლო ურთიერთობა, როგორსაც ახლა ვისურვებდი. მაგრამ მართლა ძალიან მიყვარდა. ძალიან დიდ პატივს ვცემდი. და ალბათ ახლა ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ უფრო ახლოს არ ვიყავით. რომ უფრო ხშირად არ მოვიკითხე, უფრო ხშირად არ ვუთხარი, თუ რამდენად კარგი ადამიანი იყო.მარიამი ჩემი სოფლის პატარა ქუჩის ნათელი წერტილი იყო.იმ ქუჩის, რომელსაც ამდენი უბედურება აქვს ნანახი. და ახლა ეს პატარა სინათლეც ჩაქრა.დღეს მის ნეშთს სამუდამო განსასვენებელს მივაბარებთ. და ვიცი, რომ ჩვენი ქუჩა უკვე აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო.ძალიან რთულია ამის მიღება.ძალიან დიდი უსამართლობაა, ასეთი ადამიანები ასე ადრე რომ მიდიან ამ ქვეყნიდან.და რატომ, ღმერთო?რატომ უნდა მიდიოდეს ასეთი ადამიანი, როცა ვიღაც ნაძირალებს ამქვეყნად კიდევ აქვთ არსებობის უფლება?ამ კითხვას საკუთარ თავს ათი წლის ასაკიდან ვუსვამ - მას შემდეგ, რაც მურო აღარ მყავს. მას შემდეგ მე და ჩემმა კუთხემ, საქართველომ უამრავი ახალგაზრდა, ანგელოზი ბავშვები დავკარგეთ და ამდენი წლის შემდეგაც, ამდენი ტრაგედიის შემდეგაც ამ კითხვაზე პასუხი ვერ ვიპოვე, არამედ პირიქით, ყოველჯერზე მძაფრდება უსამართლობის გრძნობა და ამასთანავე ძვირფასი ადამიანის დაკარგვის შიში.ახლა კი ყველაზე მეტად ის მაფიქრებს, რითი უნდა ვანუგეშო მარიამის ბებია?ქალი, რომელმაც ჯერ შვილი დაკარგა და ახლა შვილიშვილიც. გოგო, რომელიც ბავშვობიდან გაზარდა და რომელსაც ბოლო დღემდე ხელიხელჩაკიდებულს დაჰყვებოდა ყველგან.ახლა ვდგავარ, ვუყურებ და… ვერაფერს ვაკეთებ.ვერაფერს ვეუბნები.არადა ეს ყველაფერი თითქოს უკვე გავლილი მაქვს. ვიცი, როგორი ტკივილია ადამიანის დაკარგვა. უბრალოდ ადრე ბავშვი ვიყავი და ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდი. მაშინ ბოლომდე არ მესმოდა, რას ნიშნავდა ადამიანის სამუდამოდ დაკარგვა.ახლა უკვე მესმის.და ალბათ ამიტომაც მტკივა მარიამის წასვლა ასე ძალიან.მარიამ, ძალიან მიყვარხარ.ვნანობ, რომ უფრო ახლოს არ ვიყავით. ვნანობ იმ საუბრებს, რომლებიც არ გვქონია, იმ შეხვედრებს, რომლებიც აღარ გვექნება და იმ სიტყვებს, რომლებიც შეიძლება უფრო ხშირად უნდა მეთქვა.არ ვიცოდი, რომ ასე ცოტა დრო გვქონდა.შენ ჩემი პატარა ქუჩის ნათელი წერტილი იყავი, მარი.ახლა კი ეს ქუჩა შენს გარეშე დარჩა.ღმერთმა ნათელში გამყოფოს, იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.ძალიან მომენატრები.მშვიდობით, მარი.",-წერს ლევან თორია სოციალურ ქსელში.

ლენტა

1788522388

ავარია ხობში - 6 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთ ავტომობილში მყოფი 2, ხოლო მეორე ავტომობილში მყოფი 4 ადამიანი დაშავდა.დაშავებულები, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

მარიამ ჩიქავა

1788256709

„რამხელა უსამართლობაა, მარი, ობლობაში გაზრდილო, ნათელო გოგოვ“ - ავარიის შედეგად დაღუპულ ახალგაზრდას გლოვობენ

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, სოფელ კახათთან დღეს დილით მომხდარი შემზარავი ავტოსაგზაო შემთხვევა. დაიღუპა 2 პირი.როგორც „პრაიმტაიმს“ ადგილობრივმა უთხრა, დაღუპულები მეზობლები იყვნენ. ორივე მათგანი ზუგდიდის მოსაზღვრე სოფელში ცხოვრობდნენ.„დაღუპული მარიამ ჩიქავაა, უსაყვარლესი და უკეთილშობილესი გოგო. მშობლები ადრე გარდაეცვალა. ბებია და ბიძამ გაზარდეს. ზუგდიდში მუშაობდა და გაჩერებაზე მდგარა... სწორედ მაშინ გაუჩერა მანქანა ბაკურ გაბისონიამ და მოხდა ეს შემზარავი ფაქტი.„რაც ამქვეყნად ცოდვა-მადლი ტრიალებს, ზეცა როგორ არ შავდება ნეტავ?!“„რამხელა უსამართლობაა, მარი, ობლად გაზრდილო, ნათელო გოგოვ“,-წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ქალის ახლობელი.ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მამაკაცი ბაკურ გაბისონიაა. იგი 47 წლის იყო.ავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.ორივე ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ტრაგედია ზუგდიდში

1788247656

ცნობილია ავარიის დროს დაღუპულების ვინაობა - ტრაგედია ზუგდიდში

ზუგდიდში, სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი და მგზავრი, ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი ადგილზე ადგილზე დაიღუპნენ. გარდაცვლილები არიან, 22 წლის  მარიამ ჩიქავა და ბაკურ გაბისონია. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ადგილობრივის ეზოში შევარდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ'ის 276'-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.

ავარიაა

1788246068

მძიმე ავარია ზუგდიდში - არის მსხვერპლი

ზუგდიდში, სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი და მგზავრი, ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი ადგილზე დაიღუპნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

საავადმყოფო

1788105350

ზუგდიდში, გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა მოინახულეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ და ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ მოინახულეს.ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკურნალი ექიმისგან ინფორმაცია მიიღეს. შემთხვევის შედეგად ორმა მოქალაქემ მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. მესამე და მეოთხე დაშავებულს კი შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. სახელმწიფო რწმუნებულს, ჯანდაცვის მინისტრთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა, დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო პროფილის კლინიკაში გადაიყვანენ.

ავარია

1787992332

სამეგრელოში ავტომობილი ძროხას დაეჯახა - მანქანაში მსხდომი 2 პირი დაშავდა

ხობი-პირველი მაისი-ხამისკური საავტომობილო გზის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა. თვითმხილველის ინფორმაციით, წუხელ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეფერხებული იყო მოძრაობა.„როგორც ადგილზე ამბობდნენ, ავტომობილი ძროხას დაეჯახა, იქვე ეგდო ძროხის ტანი და თავი ცალ-ცალკე", - გვითხრა თვითმხილველმა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციებისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ასევე სამართალდამცველები. მომხდარ ფაქტზე შსს-მ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

ავარია

1787591514

ავტოსაგზაო შემთხვევა მარტვილში - ვითარება ადგილზე

ავარია მოხდა ცოტა ხნის წინ მარტვილში.ავტომობილი ოთხ გაჩერებულ მანქანას დაეჯახა. შემთხვევა მშვიდობის ქუჩაზე მოხდა.არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

პოლიცია ლენტა

1787553199

„სამართალდამცველებს საშინელი სურათი დახვდათ...“ - რა დეტალებია ცნობილი ზუგდიდში, სამი დის გარდაცვალების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ყულიშკარში მომხდარი ტრაგედიის გარშემო სოციალურ ქსელში განხილვები არ წყდება დები როგავების გარდაცვალების გარშემო.სავარაუდოდ,რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი დები,ბოლოს ისინი ერთ-ერთ მეზობელთან კონტაქტზე 14 აგვისტოს იყვნენ,ხოლო მათი ცხედრები მეზობელმა გუშინ აღმოაჩინა სახლში და 112-ში დარეკა. როგავების სახლიდან მძაფრი სუნი გამოდიოდა. ტრაგედიის ადგილას, სოფელ ყულიშკარში სამართალდამცველებს  საშინელი სურათი დახვდათ. სამივე და: დალი, ნაირა და ლორიტა როგავები სახლში, თავიანთ საწოლში გარდაცვლილები იპოვეს. შემთხვევის ადგილას  მუშაობდნენ კრიმინალისტები, რის შემდეგაც დების ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს, ხოლო ექსპერტიზის დასრულების შემდგომ გუშინვე სოფლის სასაფლაოზე დაკრძალეს.არაოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის მათი გარდაცვალების მიზეზად კვებითი ინტოქსიკაცია სახელდება.შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო."ნაირა, როგორ მენანებით შენ და შენი დები. ნათელი დაგიმკვიდროთ უფალმა“-წერს ახლობელი ემოციურ პოსტს სოციალურ ქსელში და დები როგავების ახალგაზრდობის ფოტოებს აქვეყნებს. გარდაცვლილი დები პენსიონრები იყვნენ.

ზუგდიდი 18 წლის ბიჭი

1787515978

ზუგდიდში 19 წლის ახალგაზრდას გლოვობენ

ზუგდიდში 19 წლის ირაკლი წყაბელიას გარდაცვალებას ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ეხმაურებიან.„აკუნა, სულ რაღაც 19 წლის გაფრინდი ზეცაში... ეს რა ტრაგედია გვაქვს სამეზობლოში, რამ უნდა ანუგეშოს შენი ახალგაზრდა მშობლები... ჩემი ნიკუშას მეგობარი იყავი და ძალიან გიყვარდათ ერთმანეთი. შვილო, როგორ გვატკინე გული ყველას. ნათელში იყავი, უფალმა ჩაგიკრას გულში...“ - წერს ერთ-ერთი ახლობელი.არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების მიზეზი,სავარაუდოდ, გულთან დაკავშირებული პრობლემა გახდა. მისი ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

policiis lenti

1787480602

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს. ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით  უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზი შესაძლოა კვებითი ინტოქსიკაცია იყოს.გამოძიება დაწყებულია 115 მუხლით. 

საავადმყოფო

1786800641

სოხუმის საავადმყოფოდან პატიმარი გაიქცა

14 აგვისტოს ღამით  სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიური განყოფილებიდან პატიმარი გაიქცა. მსჯავრდებული გუმბა ა. რ.-ია.იგი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საავადმყოფოში მკურნალობდა. ფაქტზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურამ საქმე აღძრა და მიმდინარეობს მისი ძებნა.