„დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად...“ - თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს
1793107873
ფოთში, 47 წლის ინგა ყალიჩავას მკვლელობაში ბრალდებულს, ზაზა კარბაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ბრალდებულმა კარბაიამ სასამართლოზე დუმილი დაარღვია. მან ცოლის მკვლელობა აღიარა და დასძინა, რომ ჩადენილს ნანობს.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს შუამდგომლობა არ დაუყენებია, რადგან ბრალდებულის მოთხოვნა იყო მის მიმართ პატიმრობის გამოყენება.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, ფოთში, ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილი მეუღლე [ინგა ყალიჩავა] მოკლა.
პროკურატურის ცნობით, კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.