„დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად...“ - თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს
1793107873
ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე და მოცურავე თაკო მეგრელიძე დაქორწინდნენ. წყვილის ქორწილის მხიარულ და ემოციურ კადრებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
დღესასწაული განსაკუთრებული ემოციური მომენტებით გამოირჩეოდა. ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი დეტალი პატარძლის გარდაცვლილ მშობლებს უკავშირდებოდა — მათ პატივსაცემად საქორწილო დარბაზში ორი ცარიელი სკამი გამოყვეს.
ქორწილის კიდევ ერთი ემოციური ეპიზოდი ილია სულამანიძის დედას უკავშირდება. მან რძალს საჯაროდ მიმართა და პირობა მისცა, რომ მისთვის მხოლოდ დედამთილი არ იქნებოდა. ეს სიტყვები ახალდაქორწინებულთა მნიშვნელოვანი დღის ერთ-ერთ ყველაზე თბილ მომენტად იქცა.
წყვილის ქორწილის შესახებ მომზადებული სიუჟეტი „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა.