სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის, იმერეთის, გურიის, შიდა ქართლის, კახეთის, სამეგრელოსა და ზემო
სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს
ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი
იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის
ბრალდებით 9 პირი დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად
ამოღებულია სხვადასხვა მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო
მასალა, მათ შორის: 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 პისტოლეტი, 2
სანადირო თოფი, 2 ე.წ. აბრეზი, მაყუჩი, ამფეთქი ფალია, მჭიდები და 2
000-მდე საბრძოლო ვაზნა.

სამართალდამცველების მიერ, ასევე ამოღებულია მცენარე „კანაფი“ და
„მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 265-ე მუხლებითმიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

✕