ზუგდიდში, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ზუგდიდი - ცეცხლი

ზუგდიდში ავტომობილს ცეცხლი, პირველი საჯარო სკოლის უკან, კოსტავას ქუჩაზე გაუჩნდა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა დროულად მოასწრო და შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

✕