რამდენი გამოიმუშავა ალექსანდრე თოფურიამ მარცხის მიუხედავად
1795375916
12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის, გურამ დადიანიძის დედა მორიგ მიმართვას ავრცელებს.
„ყოველი წამი, ყოველი წუთი, ყოველი დღე და 12 წელი შენ მელანდები, შვილო. ალბათ, ჭკუიდან გადავალ, რომ დაგინახო, სიხარულისგან. არავინ არ იცის, რა წამებაა და რა ტანჯვაა ჩემს გულში. დღის განმავლობაში, გური სახელი რამდენჯერმე მცდება პირიდან. ვიტანჯები, შვილო, გური დაგპირდი და ამას შევძლებ. მიყვარხარ, შვილო“, - წერს სოფო ბიბილაშვილი.
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წლის ივნისში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე გაუჩინარდა. მოზარდი ახლობლებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა. მას შემდეგ მისი ადგილსამყოფლის დადგენა ვერ მოხერხდა.
გურამის გაუჩინარების საქმე წლების განმავლობაში საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. დედა შვილის პოვნას დღემდე ცდილობს.
2026 წლის აგვისტოში მლეთაში დაკარგული მოზარდის კვალის დასადგენად ხელახალი სამძებრო სამუშაოებიც ჩატარდა. ტერიტორიას ოთხი დღის განმავლობაში ამოწმებდნენ, მათ შორის დრონებისა და სპეციალური სკანერის გამოყენებით. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდებოდა.
სოფო ბიბილაშვილი კი შვილის დაბრუნების იმედს არ კარგავს. 12 წლის შემდეგაც მისი მთავარი სათქმელი უცვლელია – იპოვონ გური და დაადგინონ, რა მოხდა იმ დღეს, როდესაც მოზარდის კვალი გაქრა.