რამდენი გამოიმუშავა ალექსანდრე თოფურიამ მარცხის მიუხედავად

 ალექსანდრე თოფურიამ წონა ჩააბარა

ქართველმა UFC-ის მებრძოლმა ალექსანდრე თოფურიამ სანტიაგო ლუნასთან მარცხის მიუხედავად, დაახლოებით 23 000 დოლარი გამოიმუშავა.

სპორტული გამოცემა UFCalendar-ის შეფასებით, თოფურიას საბრძოლო ჰონორარი დაახლოებით 19 000 დოლარს შეადგენს, რასაც 4 000 დოლარის დამატებითი ანაზღაურება ემატება.

გამოცემის განმარტებით, აღნიშნული თანხა ოფიციალურად დადასტურებული ანაზღაურება არ არის. UFC-ს მებრძოლების კონტრაქტების სრული ფინანსური პირობები საჯაროდ არ გაუმხელია.

✕