„მოუნელებელი ამბავია...“ - ახალგაზრდა ქალს ემშვიდობებიან

თაკო ცერცვაძე

გარდაიცვალა „ავერსის ფარმას“ მარკეტინგის ხელმძღვანელი თაკო ცერცვაძე. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები ავრცელებენ.

„ერთი ფოტო მინდოდა და ვერ ავარჩიე, ყველგან ულამაზესი ხარ. ვუსამძიმრებ ოჯახს, „ავერსს“, შენს გოგოებს, ასე რომ დაადუმე ყველა, მოუნელებელი ამბავია...“

„თაკო, ლამაზთვალება ფერია, ძალიან ადრე იყო შენი გარდაცვალება...  ვუსამძიმრებ ოჯახს და ყველას, ვინც კი გიცნობდა... შენ ყველას გულებში დატოვე შენი სინათლის სხივი“

„გაგვიფრინდა ჩვენი სიფრიფანა და ლამაზი თაკო, ვერ ვიჯერებ, რომ ამას ოდესმე დავწერდი. დაგვამუნჯე და დაგვადუმე კლასელები, ჩვენო ცისფერთვალება ანგელოზო... მთელი ბავშვობა წინ დამიდგა...
უფალს ებარებოდეს შენი ლამაზი სული, ნახვამდის და შეხვედრამდე, მეგობარო“ - წერენ ახალგაზრდა ქალის მეგობრები.

გარდაცვალების მიზეზი ცნობილი არ არის.

✕