რამდენი გამოიმუშავა ალექსანდრე თოფურიამ მარცხის მიუხედავად
1795375916
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტრაგედია 19 ნოემბერს, დილით, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. აფეთქებას შენობის ნაწილის ჩამონგრევა მოჰყვა.
შემთხვევის შედეგად ნანგრევებში შვიდი ადამიანი მოყვა. მაშველებმა სამწლინახევრის გოგონას ცოცხლად გამოყვანა თითქმის ცხრასაათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ შეძლეს. ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავდა კიდევ ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი 31 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმეა.
დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია. ტრაგედიამ რამდენიმე ოჯახი გაანადგურა და მთელი საქართველო შეძრა.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ ბინაში გაზის გამათბობლის ჩართვის მცდელობისას დაგროვილი აირი აფეთქდა. მომხდარის ზუსტი გარემოებების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
ტრაგედიის შედეგად დაზიანებული კორპუსიდან უსაფრთხოების მიზნით 28 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 22 ნოემბერი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. სახელმწიფო დროშები ქვეყნის მასშტაბით დაეშვა.
112-ში შესული პირველი ზარები ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შემდეგ ↓