შობის მარხვა - კვების კალენდარი, ნებადართული პროდუქტები და მნიშვნელოვანი თარიღები
1795458061
სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი მოსახლეობას ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
მისი ინფორმაციით, 25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. დაბლობში იწვიმებს, მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი ძლიერი თოვა და ქარბუქია ნავარაუდევი.
ამინდი გაუარესდება აღმოსავლეთ საქართველოშიც, სადაც ასევე ძლიერი ნალექია მოსალოდნელი.
განსაკუთრებით რთული მეტეოროლოგიური პირობებია მოსალოდნელი თბილისში. დედაქალაქში 25 ნოემბერს ძლიერი წვიმა და ქარი იქნება.
„25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი. დაბლობში წვიმა, მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი ძლიერი თოვა და ქარბუქი. აღმოსავლეთ საქართველოშიც მოსალოდნელია ამინდის გაუარესება, იქნება ძლიერი ნალექი. თბილისში კი 25-ში ძალიან ცუდი ამინდია მოსალოდნელი ძლიერი წვიმა და ქარი“, - აცხადებს თამარ პაპაშვილი.