არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ავარია არაბთა გაერთიანებულ საამიროები

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა რას ალ-ხაიმაში მოხდა.

„როიტერი“ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ადგილზე სამაშველო და სასწრაფი დახმარების ბრიგადები მუშაობენ.

სამინისტრო გარდაცვლილთა ვინაობისა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, დაყებულია გამოძიება.

✕