თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ

თენგიზ შარმანაშვილი

მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.

შარმანაშვილის თქმით, მთელმა ამ პროცესმა აჩვენა ერთადერთი რამ - ძირითადი საკითხები, რომელიც ადასტურებს ამ პარტიების არაკონსტიტუციურობას.

„ეს მათ არ აინტერესებთ, ვინაიდან იციან, რომ იმთავითვე წამგებიანი პოზიცია აქვთ. ამიტომ, მთელი მათი ტაქტიკაა სასამართლოს და საზოგადოების ყურადღება მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანონ. რა თქმა უნდა, სასამართლოში პროფესიონალები არიან და მათ ამ ხრიკებს იმედია არ აჰყვებიან. არც ჩვენ მივცემთ საშუალებას, რომ რაღაც მეორეხარისხოვან საკითხებზე გადავატანინოთ ყურადღება.მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ“, - აღნიშნა მან.

✕