განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე უკრაინაში დაღუპულ ქართველი გმირის, ლანჩხუთელი ჯამბულათ ხოფერიას სახელობის სტიპენდიის დაარსების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
"ხვალ ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში, გამორჩეულ გურულ ბიჭს, ჯამბულათ ხოფერიას დაკრძალავენ, რომელიც უკრაინის ომში გმირულად დაიღუპა. ჩვენი ფონდი სოფელ გვიმბალაურის საუკეთესო მოსწავლეს ჯამბულათის სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავს. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული ნაბიჯი მისი ხსოვნის პატივსაცემად",- წერს გიორგი კეკელიძე.
ცნობისთვის, 1-ელ დეკემბერს, ჯამბულათ ხოფერია, უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლაში გმირულად დაეცა.