ქართული ოცნება

1680006826

ბათუმში „ქართული ოცნების“ საქალაქო ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა

  „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები დღეს აჭარიდან დაიწყო.ბათუმში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი, კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ჩიქოვანი, საკრებულოს თავმჯდომარე, რამაზ ჯინჭარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი, რესან კონცელიძე და ალექსანდრე ტაბატაძე.  კონფერენციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, ასევე, ბიუროს წევრები აირჩიეს.  29 და 30 მარტს პარტიული კონფერენციები გაიმართება ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში.  „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს.

თამარ მეფე

1679947480

ვის ხარჯზე იკვებებოდა თამარ მეფე და რატომ არ ეძინა მას ღამღამობით

დავით აღმაშენებელი რომ თორმეტი მეფის ხელმწიფედ მიიჩნეოდა, ამის შესახებ ქართულ წყაროებში გვაქვს ცნობები („დავით აღმაშენებლის ეპიტაფია“ და „ხელმწიფის კარის გარიგება“). საკრალურ რიცხვ თორმეტთან კავშირი აქვს თამარ მეფესაც. თამარ მეფე ძალიან მორწმუნე იყო, ვერ მოხიბლა ჩვენი ხელმწიფე წუთისოფლის გასართობებმა, ვერც ძალაუფლებამ, ვერც გვირგვინმა და სკიპტრამ, ვერც უამრავმა თვალ-მარგალიტმა, ვერც ჯარის სიმრავლემ და სიძლიერემ.„ვერ შეიტყუა იგი საშუებელმან ამის საწუთროსამან, არცა მეფობამან გჳრგჳნისამან და სკიპტრამან, არცა ქვათა პატიოსანთა უხუად ქონებამან, არცა სპათა სიმრავლემან და ესოდენ სიმჴნემან... ...არა მიდრკა, ვერცა წარიპარა სიმდიდრემან“.მამასავით და თავისი დიდი წინაპრის, ისრაელის ბრძენი მეფე სოლომონის მსგავსად, ბრძენი იყო და მუდმივად ლოცულობდა – „ღამე ყოველ მღჳძარება, ლოცვა, მუჴლთ-დრეკა და ცრემლით ვედრება ღმრთისა ზემდგომრობითა განსაკჳრვებელ აქუნდა“. სახელმწიფო საქმეებისგან თავისუფალ დროს ან ლოცულობდა ან ხელსაქმობდა. ეს გართობა კი არ იყო, არამედ შრომა - უფლისა და ადამიანთა მსახურება.დავით აღმაშენებელი თავის ნანადირევს ჰყიდდა და მოგებულ ფულს ღარიბებს ურიგებდა, რათა პირადად ნაშრომი გაეცა. თამარ მეფეც ღამით ხშირად იღვიძებდა, ლოცულობდა, მეტანიობდა და ყოველ ღამით ხელსაქმობდა - ქსოვდა, კერავდა და მერე გლახაკებს ურიგებდა თავის ნაშრომს.დიდ საქართველოს საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდა, მდიდარი ხაზინა, ბიუჯეტი. ხაზინიდან ფინანსდებოდა ქართული არმიის შენახვა და ლაშქრობები, დაზვერვა, სპეცსამსახურები, გზების გაყვანა, განახლება, ხიდების აგება, წყალგაყვანილობების შექმნა, ქალაქების მშენებლობა, ქუჩების შეკეთება და სხვა.ბიუჯეტის ნაწილი იხარჯებოდა მმართველობის სისტემაზე, სახელმწიფოს აუცილებელ პროექტებზე, ხელქვეითების შენახვასა და სხვა საქმეებზე.მნიშვნელოვანი იყო, ასევე, სასახლეებისა და ცერემონიების ხარჯებიც, რადგან საქართველოში ბევრი ელჩი და სტუმარი ჩამოდიოდა და მათ შესაბამისი დახვედრა სჭირდებოდა. სახელმწიფო ხაზინიდან ფინანსდებოდა კულტურული ღონისძიებები: წიგნების გადაწერა, ხელოვანთა შენახვა, ეკლესია-მონასტრებისა და სასახლეების მოხატვა და გამშვენება. საქართველოს სახელმწიფო დიდი იყო და ტოლს არ უდებდა არც ერთ დიდ სახელმწიფოს ამ საქმეში, შესაძლოა, აჭარბებდა კიდეც. ეკლესიასაც ეხმარებოდნენ - ჰქონდა შეუვალობა, დიდი ქონება და თვითონაც ძალიან ძლიერი იყო. მონასტრებს დიდ შესაწირს სწირავდა მეფე თამარი, აგებდა ტაძრებს. კულტურის განვითარებისთვისაც დიდი თანხები იყო გამოყოფილი.ამ ყველაფერთან ერთად მაშინდელი ბიუჯეტის ძალიან სერიოზული ნაწილი, 10 პროცენტი სოციალური დახმარებებისთვის გამოიყენებოდა, ღატაკთა დახმარებისთვის, ასევე, მნიშვნელოვანი თანხა ხმარდებოდა სამკურნალო დაწესებულებებს. სადაც მკურნალობა, რა თქმა უნდა, იყო უფასო.ამასთან ერთად, თამარი ეწეოდა პირად ქველმოქმედებას, როგორც ადამიანი, ერთი პერსონა და არა როგორც მეფე. თავისი ხელით ქმნიდა ხელმოკლე ადამიანებისათვის ტანსაცმელს, ართავდა, ქსოვდა, კერავდა, ქარგავდა, და თავის პირად ნაშრომს გლახაკებს ურიგებდა.ერთხელ ხანგრძლივი „ლოცვისა და ჴელსაქმარისა მიერ მაშურალმან“ მიიძინა. სიზმარში იხილა ძალიან ლამაზი ადგილი, ყვავილებით, მცენარეებითა და ნერგებით გამშვენებული. იმდენად ლამაზი, მთხრობელი რომ ვერ აღწერს, რადგან შეუძლებელია სამოთხის აღწერა.იდგა ოქროსა და ვერცხლის სარკმლებით შემკული საყდრები. იდგა გამშვენებული სკამები დამსახურებული ადამიანებისთვის, საქმეების მიხედვით მათ დასაფასებლად. სულ მაღლა იდგა ოქროს ტახტი, ყველაზე მაღალი, ლამაზი და საპატიო, შემკული პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით. ამ სამოთხეში შეიყვანეს იქ შეყვანის ჭეშმარიტად ღირსი ჩვენი დედოფალი. იხილა ტახტები და გაიფიქრა: „მეფე ვარ თვითმპყრობელი და ჩემი არის ეს უზენაესი და უმთავრესი ტახტიო“ და გაემართა მასზე დასაჯდომად. მაგრამ მეფეთ-მეფეს წინ დაუდგა ნათლით მოსილი კაცი, მოჰკიდა ხელი და უთხრა: „შენი არ არის ეს დასაჯდომი, შენ ვერ შეძლებ მის დაკავებას!“ხელმწიფემ ჰკითხა: „ვინ არის ჩემზე უპატიოსნესი, რომელიც დაიკავებს ამ პატიოსან ტახტს?“ნათლითმოსილმა კაცმა უპასუხა: „ეს ტახტი შენი დიასახლისის, მოსამსახურის არის, რადგან თორმეტ მღვდელს აცვია მის მიერ შექმნილი შესამოსელი და იმ სამოსლით წარდგებიან ტრაპეზთან უსისხლო და პატიოსანი მსხვერპლის შეწირვისას. ამიტომ ეს დედაკაცი შენზე მაღლა დგას. და თუ შენ მეფე ხარ, შენთვის ეს დიდებაც საკმარისია, შენი საყოფი ესაა“ და უჩვენა უფრო მდაბალი დასაჯდომელი.ბერის, მღვდლის, სასულიერო პირის შემოსვა დიდად საპატიო სამსახური იყო. განსაკუთრებით თორმეტი მღვდლისა, რაც ძალიან საკრალური რიცხვია ქრისტიანობისთვის. ამგვარად, თამარ მეფემ სიზმარში, გამოცხადებაში იხილა მისი, როგორც დიდი სახელმწიფოს მეფის, დავალებაც, სასულიერო პირთა შემოსვა-გაძლიერება, თან თორმეტის, მაცხოვრის თორმეტი მოციქულის მსგავსი სიმბოლიკით.გაიღვიძებისთანავე მეფემ მოაყვანინა ის დიასახლისი, რომელმაც აღიარა, რომ თორმეტ მღვდელს შეუქმნა სამღვდელო შესამოსელი სრულად, კვართიდან ფილონამდე და მიუძღვნა. კვართი მღვდლებს აცვიათ ფილონის ქვეშ და ის სიმბოლურად მიანიშნებს მაცხოვრის კვართზე. ფილონი კი უსახელო შესამოსელია, ზემოდან მოსაცმელი მღვდლებისთვის, რომელიც ქრისტეს სუდარის სიმბოლური მინიშნებაა.თამარ შვიდმნათობიერმაც დაიწყო ზრუნვა პირადად, საკუთარი ხელით შექმნილი ტანსაცმლით მღვდლების შემოსვაზე. ალექსანდრიიდან ვაჭართა მიერ შემოტანილი მატყლის დართვა, ნაჭრების დამზადება და თორმეტი სრული სამღვდელო შესამოსლის შეკერვა.რაც ძალიან მნიშვნელოვანია – რა ფასის საჭმელსაც შეჭამდა დღეში, იმ ფასის საქონელს, თავისი ხელით შექმნილს, გაყიდდა ხოლმე და მიღებულ ფულს გლახაკებს აძლევდა, რა თქმა უნდა, ზემოთ აღნიშნული ბიუჯეტის 10 პროცენტის გარდა. ან გლახაკებს უქსოვდა და უკერავდა ტანსაცმელს იმ ფასისას, რასაც ჭამდა. ანუ, უფასოდ ან სახელმწიფოს ხარჯზე არაფერს ჭამდა.ღვთისმსახურება მის სასახლეში დაუკლებლად აღესრულებოდა, როგორც ტიპიკონი მოითხოვს და განწესება პალესტინის მონასტრისა, ზუსტად ისე. სამეფო კარზე მყოფი ვერავინ დააკლდებოდა წირვა-ლოცვას, დილას, სამხრისას, მწუხრისას...ასეთი იყო ჩვენი ხელმწიფე – მეფეთ მეფე და დედოფალთ-დედოფალი თამარი.

ლახვრის ლოცვა

1679947196

VIDEO: რა მოხდა 2007 წელს ორთაჭალის ციხეში - ლახვრის ცემის ლოცვებით განკურნებული პატიმარი

გადაცემა „ღამის პრაიმ თაიმში“ სტუმრებმა ხილულ და უხილავ სასწაულებზე, ქართველი სასულიერო პირების მიერ განკურნებულ ადამიანებზე ისაუბრეს და პირადი შემთხვევებზეც ისაუბრეს.ერთ-ერთმა სტუმარმა, 2007 წელს, ორთაჭალის ციხის ამბავი გაიხსენა, სადაც პატიმარი სიკვდილს ებრძოდა:

პრემიერი

1679910850

ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, რომ ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი, სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი, დააჯილდოვეს ადამიანის უფლებების დარგში - პრემიერი

ნორვეგიაში გახსოვთ, რომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. დაახლოებით იგივეა, რომელიმე ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს ჯილდო - სააკაშვილმა ასობით ადამიანი, ახალგაზრდა ჩახოცა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, რომ ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი, სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი, დააჯილდოვეს ადამიანის უფლებების დარგში.„ის, რაც მოგიყევით და შეგახსენეთ, ეს იყო ის საშინელი რეალობა, რომელიც დაგვხვდა 2012 წელს. როცა ადამიანებს დანაშაულებრივი სისტემა აწამებდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, კლავდა და რამხელა დაცინვაა ჩვენი ხალხის და შეურაცხყოფა, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული მმართველი, ყოფილი მმართველი, სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი, დააჯილდოვეს ადამიანის უფლებების დარგში. ეს ხომ დაცინვაა ეს ხომ წარმოუდგენელია. ამიტომ, ეს არის დაცინვა ჩვენი ხალხის და რა თქმა უნდა, ეს არაფერს არ ნიშნავს. ეს არის დაახლოებით იგივე, არ მინდა ახლა ეს მძიმე შემთხვევა გავიხსენო, მაგრამ, რადგან ნორვეგიის ამ ორგანიზაციიდან ასეთი დამოკიდებულებაა, ნორვეგიაში გახსოვთ, რომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. დაახლოებით იგივეა, რომელიმე ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს ჯილდო. სააკაშვილმა ასობით ადამიანი, ახალგაზრდა ჩახოცა. მიხეილ სააკაშვილი გასამართლებულია გირგვლიანის საქმეში მონაწილეობისთვის. მისი რეჟიმი იყო მკვლელი რეჟიმი“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი

1679910661

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედება, დანერგვა, დაწყება ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს, რითაც ათასობით და ათი ათასობით ადამიანი გადარჩა - პრემიერი

მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ამ პროგრამის ამოქმედება, დანერგვა, დაწყება ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და ესაა შედეგი, რითაც ათასობით ადამიანი გადარჩა და ათი ათასობით. რომ ყოფილიყო ისევ ეს მჩაგვრელი, ნეოფაშისტური რეჟიმი ქვეყანაში ძალიან ბევრი, 10 000-ობით ადამიანი უბრალოდ ვერ შეძლებდა მკურნალობას და ამდენი, ათასობით სიცოცხლე გადავარჩინეთ, ესაა რეალობა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, კერძო სამედიცინო კლინიკებმა მიიღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებზე სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხებიდან თითქმის 6.8 მლრდ ლარი.„ჩვენ ძალიან ბევრი დახმარება გამოვუყავით კერძო კლინიკებს, მთელი ეს თანხა წავიდა კერძო კლინიკებში, 6 მლრდ 800 მლნ ლარი და 200 მლნ წავიდა სახელმწიფო კლინიკებში.ამით რა თქმა უნდა ფეხზე დადგა ჯანდაცვის სექტორი, ძალიან განვითარდა ბოლო 10 წელიწადში. ესაა ჩვენი ხელწერა. ანუ რა რეალობა დაგვხვდა და რა გვაქვს დღეს არის როგორც დღე და ღამე. ჩვენ მანამდე გახსოვთ, რომ სახელმწიფო რეალურად ადამიანებს, მოქალაქეებს იჭერდა, აწამებდა, კლავდა და ათას უბედურებას მართებდა, ამის შემდეგ არ მკურნალობდა, მიგდებული ყავდა  აბსოლუტურად ბედის ანაბარად რომ იტყვიან. ჩვენ ყველა ეს მიდგომა შევცვალეთ და სახეზე გვაქვს ძალიან მაგარი შედეგი,“- აღნიშნა პრემიერმა.

ნიკო

1679858899

“… მამა გაბრიელის საფლავზე წავედი, ასე არაფერი მითხოვია” - სასწაული, რომელმაც ნიკო ქართველის ცხოვრება 15 წუთში შეცვალა

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, ნიკოლოზ ქართველი „პრაიმტაიმთან“ იხსენებს იმ დღეებს, რამაც მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. მისი 12 წლის შვილი, რომელიც მის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადამიანია და როგორც გვითხრა, მასთან იზრდება, რამდენიმე წლის წინ უმძიმეს ავარიაში მოყვა, ფაქტობრივად, ღმერთმა მისი თავი მშობლებს მეორედ აჩუქა.„შემთხვევა 2017 წელს მოხდა, თბილისში. მანქანაში ჩემი ოჯახის ახლობლები და ჩემი შვილი ისხდნენ. ერთი ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ ერთი და ჩემი შვილი დაშავდნენ.წვიმა იყო, ნაწვიმარზე მანქანა მოსრიალდა და ხეს შეეჯახა.ჩემი შვილი ამ დროს 7 წლის იყო. უამრავი ტრავმა ჰქონდა. დაახლოებით, 40 მოტეხილობა, ქალა ფუძის სრული მსხვრევა, იყო უმძიმეს, 4-ბალიან კომაში. 41 დღის მანძილზე. პრაქტიკულად, გადარჩენის შანსი არ იყო.  საზღვარგარეთ არცერთი კლინიკა იღებდა. მეუბნებოდნენ, ტყუილად არის აპარატზე შეერთებულიო, ამას რა თქმა უნდა, მე არ ვეთანხმებოდი. ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო... არც ტვინი, არც გული... გულიც ხელოვნურად მუშაობდა ძალიან დიდი ხნის მანძილზე. ჩემს ხოვრებაში პირველად წავედი მამა გაბრიელის საფლავზე, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული მომენტი. ასე არაფერი მითხოვია... გამოსვლიდან 15 წუთში დამირეკეს, რომ თქვენი შვილი კომიდან გამოვიდაო. ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შევცვალე, შეხედულებები და აბსოლუტურად ყველაფერი. ჩემი შვილი ღვთისა და იმ ადამიანების გადარჩენილია, ვინც მასზე ილოცა.“ - ამბობს ნიკოლოზ ქართველი.

თურქეთი

1679853036

„მოვიდა ქალი და გვითხრა...“ - სასწაული თურქეთის მიწისძვრის შემდეგ

თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში მყოფი მაშველი საოცარ ამბავს იხსენებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება.„როდესაც დანგრეული სახლის ერთ კედელთან ექსკავატორი მივიყვანეთ და დაშლა უნდა დაგვეწყო, მოვიდა ქალი და გვითხრა - გაჩერდით, გაჩერდით, ეგ არ ქნათ, - გვიყვიროდა. ჩემი ორი შვილია ამ კედლის უკან და ზუსტი კოორდინატები მოგვცა. გვევედრებოდა, რომ დავხმარებოდით და გვეშველა მათთვის. ყველანი იქ ვიყავით, ყველამ დავინახეთ, მაშველებმა, ექსკავატორის მძღოლმა. ეს მიწისძვრის მეხუთე დღე იყო.გავაჩერეთ ექსკავატორი და მაშველებმა შეამოწმეს ეს ადგილი. იქიდან 2 ბავშვი გამოიყვანეს. თუმცა, მანამდე შემოწმებული იყო სპეციალური ხელსაწყოებით და სიცოცხლის ნიშანწყალი არ იყო.მაშველებმა დაიწყეს ყვირილი - ჩვენ ვიპოვეთ თქვენი შვილები! როცა ეს გაიგონა, უფროსმა, 13 წლის ბიჭმა თქვა - დედა 4 წლის წინ გარდაიცვალა. ის ქალი გაქრა, ვერავინ იპოვა. ყველას გაუკვირდა, მუხლებზე დაეცნენ და ლოცვა დაიწყეს. 

mama gabrieli

1679850782

რას ამოჰყავს სული ჯოჯოხეთიდან - ნახეთ, რა წერია მამა გაბრიელის ქადაგებაში

საეკლესიო გვერდი მამა გაბრიელის ქადაგების ამონარიდს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.„მიცვალებულის სახელზე რომ პანაშვიდი გადაახდევინო, ისეა, თითქოს პატიმარი გაასეირნო დღის სინათლეზე, ხოლო თუ შეკვეთილ წირვას გადაუხდი, მაშინ არწივივით აფრინდება! შვიდ შეკვეთილ წირვას ძალიან დიდი ძალა აქვს. ხოლო თორმეტ შეკვეთილ წირვას ჯოჯოხეთიდან ამოჰყავს სული, რანაირი ცოდვილიც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გარდა ღვთის გმობელისა, მათზე ლოცვაც არ შეიძლება.მხოლოდ კეთილი საქმეები. თქვენ რომ ხედავდეთ, როგორი მადლი გადმოდის წირვის დროს, მზად იქნებოდით ტაძრის იატაკზე მტვერი შეგეგროვებინათ და იმითი სახე დაგებანათ“.

ტუალეტის ქაღალდი

1679847541

რით შეგიძლიათ ტუალეტის ქაღალდის ჩანაცვლება და რატომ უნდა თქვათ უარი მასზე

ტუალეტის ქაღალდი არის აუცილებლობა, რომლის გარეშეც თითქმის შეუძლებელია ერთი დღეც კი ნორმალურად ცხოვრება. შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ შეიძლება ამ მეტად საჭირო ნივთმა უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის ჯანმრთელობაზე.მეცნიერები ამბობენ, რომ ტუალეტის ქაღალდი ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. ეს მნიშვნელოვნად ზრდის ბზარებისა და ინფექციების რისკს, ანალურ და საშარდე გზებში. განსაკუთრებით მავნედ ითვლება არომატიზებული ტუალეტის ქაღალდი. მას შეუძლია გამოიწვიოს არა მხოლოდ ალერგია, არამედ კიბოც. ქიმიის დიდი რაოდენობა დადებითად მოქმედებს მხოლოდ ერთ რამეზე, ეს არის სხვადასხვა ბაქტერიების და სოკოების გამრავლება.რით შეიძლება ჩავანაცვლოთ ტუალეტის ქაღალდისველი ხელსაწმენდები ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, რომელიც ადვილად შეცვლის ტუალეტის ქაღალდს. უმჯობესია, გამოიყენოთ საბავშვო, რადგან მათ აქვთ ცოტა მავნე ქიმიკატები და ალერგენები.არსებობს კიდევ რამდენიმე საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ, უარი თქვათ ტუალეტის ქაღალდზე ან შეცვალოთ იგი.შხაპის მიღებაჩვეულებრივი საპონი და წყალი ქაღალდზე ბევრად უკეთეს საქმეს გააკეთებს და ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს ჰემოროიდების რისკს.ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ ქაღალდის დამზადება საზიანოა გარემოსთვის და ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ბუასილი და სხვა მძიმე დაავადებები.

ასტროლოგია

1679785303

საბედისწერო აპრილი: ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც აპრილში ცვლილებები ელით

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც აპრილში, პირად ცხოვრებასა და სიყვარულში ცვლილებები ელითვნებიანი ენერგია შუა გაზაფხულზე განპირობებულია ზეციური სხეულების განსაკუთრებული აქტივობით. „დაბნელების პროგრამა“ გავლენას ახდენს ვერძსა და სასწორზე და რეალურად ისინი არიან პასუხისმგებელნი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე. ამიტომ, სასიყვარულო საქმეებში ენერგიის მოზღვავებაა მოსალოდნელი. და ორივე დადებითი და არც ისე ბევრი. ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2023 წლის აპრილში ცვლილებები ელოდებათ პირად ცხოვრებასა და სიყვარულში.ვერძს საბედისწერო ცვლილებები ელისმზე და იუპიტერი თქვენს თანავარსკვლავედს 10 აპრილს შეუერთდებიან, 20-ში კი ვერძში ახალი მთვარე იქნება. ეს მოვლენები პირდაპირ აისახება ზოდიაქოს წრის პიონერების პირად ცხოვრებაზე. მნათობების ენერგია დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში.საუბარია იმაზე, რაც ამ ბოლო დროს გაწუხებთ. თქვენთვის რთულია გადაწყვეტილების მიღება, რადგან გესმით მისი მნიშვნელობა. მაგრამ ასტროლოგიური მოვლენები დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში. მაგალითად, გადადით პარტნიორთან, დააანონეთ თქვენი ურთიერთობა ან, პირიქით, გაწყვიტეთ იგი. ყველაფერი თქვენს ხელშია.ტყუპები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც ცვლის მათ სტატუსსგასული შემოდგომიდან თქვენ ფიქრობთ იმაზე, რაც თქვენ და თქვენს პარტნიორს ეხება. ალბათ ეს არის ურთიერთობების გაღრმავება, ბავშვის დაბადება. ან, პირიქით, განშორება, განქორწინება, თავისუფალი ქალის სტატუსის მოპოვება.2023 წლის აპრილში პირად ცხოვრებაში საბედისწერო ცვლილება გელით. კიდევ ერთხელ იფიქრეთ, მზად ხართ თუ არა მათთვის. მას შემდეგ რაც მიიღებ გადაწყვეტილებას, ნუ შეგეშინდებათ.სიყვარულში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება სასწორთანთქვენს ნიშანში სავსე მთვარე 6 აპრილს იქნება და თქვენთვის ყველაზე წარმატებული პერიოდი იქნება. პარტნიორი მოგაქცევს ყურადღებას, ის უფრო ნაზი გახდება. შესაძლოა, სპეციალური შეთავაზება გააკეთოს. მაგალითად, გადადით საცხოვრებლად, დაქორწინდით ან უბრალოდ ერთად წადით დასასვენებლად. ოჯახს შეუძლია გამრავლების საკითხი დააყენოს.ზოგიერთი სასწორი მიხვდება, რომ ამჟამინდელი ურთიერთობა მათ არ უხდება. ისინი ალიანსს დაარღვევენ და თავისუფლებით დატკბებიან. და ვინმეს გაუმართლებს კიდეც, რომ შეხვდეს ბედს.მორიელები პირადი ცხოვრებისა და სიყვარულის საკითხებს გაუმკლავდებიანსაბედისწერო აპრილი ნიშნის წარმომადგენლებისთვის რთული პერიოდი იქნება. ასპექტი აიძულებს მორიელებს გაუმკლავდნენ პირადი ცხოვრების საკითხებს. ისინი დაიწყებენ მუშაობას მიმდინარე ურთიერთობებზე, გააანალიზებენ მათ. თამამად იტყვით რა გსურთ და რა ცვლილებების განხორციელება გსურთ. მეტიც, ასეთი „მუშაობის“ შედეგი ვარსკვლავებისთვისაც კი უცნობია.ზოგიერთ მორიელს აკვიატებული თაყვანისმცემელი ეყოლება. ის დაჟინებით ეძებს შეხვედრებს და შესთავაზებს ურთიერთობებს. სხვათა შორის, ეს შეიძლება იყოს ყოფილი პარტნიორი.მშვილდოსნები სიყვარულში საბედისწერო ცვლილებას ელოდებიანნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ გააცნობიერონ, რომ ისინი გრძნობენ ამ ნათელ გრძნობას ვიღაცის მიმართ მათი გარემოდან. უფრო მეტიც, სიყვარული მოულოდნელად მოვა, როდესაც მშვილდოსანი არ ელოდება მას. ასე რომ, ნიშანზე გავლენას მოახდენს ახალი მთვარე სიყვარულის სექტორში.დაბნელება ბავშვების ღერძზე გაივლის. ეს ზრდის დაორსულების შანსს. ასტროლოგიური მოვლენა ზოგადად ხელსაყრელია ოჯახური ურთიერთობების დამყარებისთვის, პარტნიორთან კავშირების განმტკიცებისთვის და ბავშვების აღზრდისთვის.

puli

1679784415

ამ პირებისთვის დახმარება 7000-ის ნაცვლად 20 000 ლარი იქნება - ნახეთ პრემიერის ახალი გადაწყვეტილება

თავდაცვის ახალ კოდექსში ჩაიწერება, რომ სამხედროებისთვის ბინების მშენებლობა სახელმწიფოს ვალდებულება იქნება, დაჭრა-დასახიჩრების შემთხვევაში დახმარება 7000 ლარის ნაცვლად 20 000 ლარი იქნება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის შემთხვევაში კი ერთჯერადი დახმარება 30 000 ლარი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს, ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპვის შემთხვევაში კომპენსაცია 100 000 ლარით განისაზღვრა და ეს აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას სამხედროებისა და პოლიციელების მიმართ.„ამ კოდექსში სამხედრო მოსამსახურეების სოციალური გარანტიები იყო ჩადებული. მე ადრე ვთქვი, რომ ბინების მშენებლობა არ უნდა იყოს ერთჯერადი, ისე როგორც არ იქნება ერთჯერადი პოლიციისთვის, მანდაც გვინდა, რომ დავარეგულიროთ. კოდექსში ჩაიწერება, რომ ბინების მშენებლობა იქნება სახელმწიფოს ვალდებულებაა, ეს არ იქნება რომელიმე კარგი მინისტრის კეთილი ნება, ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ვალდებულება და ყოველ 3 წელიწადში ჩვენს სამხედროებს აუშენდებათ ბინები. იგივე გვინდა, რომ გავაკეთოთ პოლიციისთვის. ეს უნდა იყოს ჩვენი ვალდებულება. სხვა უამრავი ბენეფიტები და პრივილეგიები განისაზღვრება სამხედროებისთვის.აი, მაგალითად, ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს და დაჭრა-დასახიჩრების შემთხვევაში, თუ იყო 7000 ლარი კომპენსაცია თუ დახმარება, იქნება 20 000 ლარი. მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის შემთხვევაში იქნება 30 000 ლარი ერთჯერადი დახმარება. ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპვის შემთხვევაში კომპენსაცია განისაზღვრება 100 000 ლარით, ეს ჯერ კიდევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, მისი პრემიერობის დროს, რომელიც მათ შორის , პოლიციელებზე გავრცელდა და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ, ჩვენი გმირების მიმართ, ჩვენი საამაყო სამხედროებისა და პოლიციელების მიმართ“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ბერი ნიკოლოზი და პატრიარქი

1679784067

„პატრიარქმა თავისი ხელით გაუმზადა საჭმელი მამა ნიკოლოზს და სთხოვა შეეჭამა...“ - უცნობი ამბავი მდუმარე ნარიმანზე

მიტროპოლიტი იოსები შემოქმედელი ნარიმან მაქარაშვილის, იგივე ბერი ნიკოლოზის შესახებ საუბრობს და იხსენებს ისტორიას, რატომ შეუჩერა მას კათოლიკოს-პატრიარქმ მღვდელმსახურება.იოსები შემოქმედელი ბერი ნიკოლოზის შესახებ აქამდე უცნობ ამბავს ჰყვება.„მსურს გამოვეხმაურო ბერ მამა ნიკოლოზის, იგივე ნარიმან მაქარაშვილის თემას, რომლის მრევლი აქტიურ პროპაგანდას ეწევა მთელს საქართველოში.მე როგორც გურიის ანუ შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, ბერ ნიკოლოზს (ნარიმან მაქარაშვილს) ალბათ ყველა სასულიერო პირზე კარგად ვიცნობ, რამეთუ მე და ის დიდი ხნის მანძილზე ვმსახურობდით სვეტიცხოველში.მსურს გაგიზიაროთ და გავიხსენო ის მცირე მოგონება, წლები, როდესაც მე და ბერი ნიკოლოზი ერთად ვმსახურობდით სვეტიცხოვლის საკათედრო საპატრიარქო ტაძარში.1990 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მაკურთხა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მორჩილად, ხოლო წინამძღვრად პატრიარქის მიერ დადგენილ იქნა დეკანოზი მამა დავითი (დათუაშვილი), იგივე ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი.1991 წელს, ერთი წლის შემდეგ ქალაქ ბათუმიდან ჩამოვიდა და ბერ-მონაზვნური ცხოვრების სურვილი გამოთქვა ნარიმან მაქარაშვილმა, იგივე ბერმა ნიკოლოზმა. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია სულიერ თუ საერო ცხოვრებაზე, თუმცა ჩემი შეხედულებით ვგრძნობდი და ვხედავდი, რომ მას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა აღმოსავლური რელიგიებისა; კერძოდ, ბუდიზმის, კრიშნაიზმის და სხვა. მე იმედი მქონდა, რომ გაივლიდა წლები და იგი კარგად განისწავლებოდა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში, თუმცა, როგორც ჩანს, მან რაღაც ახალი მოძღვრება შექმნა და იგი დღითიდღე ყალიბდება, როგორც ახალი სექტა.იგი ხშირად აცდენდა წირვა-ლოცვებს და მე როგორც წინამძღვარს სვეტიცხოვლისა, მიწევდა მის მაგივრად წირვის ჩატარება. თავიდანვე მამა ნიკოლოზი დიდ ინტერესს იჩენდა ასკეტური ცხოვრებისადმი. ასკეტური ცხოვრება, რა თქმა უნდა, მიღებულია მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში და მე ეს მომწონს, მაგრამ მისი ასკეტიზმი უფროდაუფრო ემსგავსებოდა ფანატიზმს, ხიბლს, რაც გამოიხატებოდა შემდეგში: მსურს გავიხსენო ერთ-ერთი ფაქტი, რის გამოც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას შეუჩერა მღვდელმსახურება: განგრძეთ კითხვა