საქალაქო სასამართლო თედო აბრამოვის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო

საქალაქო სასამართლო თედო აბრამოვის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლომ სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

„2025 წლის 15 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით თევდორე აბრამოვი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. საქმის მასალების მიხედვით, თევდორე აბრამოვს ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის შედეგად, სასამართლომ სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი“, - ნათქვამია განცხადებაში.