როგორ აღნიშნა ციხეში დაბადების დღე Puff Daddy-მა - გავრცელდა მენიუს ფოტო
1730969658
ჩუღურეთის რაიონში, 45 წლის მამაკაცი მოკლეს. დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე უკვე დააკავა. კაცს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
წინასწარი ცნობით, ის მოკლულის მეზობელი, 62 წლის მამაკაცია. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის იარაღი დანაა.
მოკლული და ბრალდებული ერთმანეთის მეზობლები იყვნენ.
მოკლული მამაკაცი 49 წლის მანუჩარ წიკლაურია.
სამურზაყანოს ქუჩაზე მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მოკლულსა და ბრალდებულს მანამდე კონფლიქტი არ ჰქონიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული ო.გ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ივნისს, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ მ.წ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.