საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს

pensia

საქართველოს საპენსიო ფონდი 2026 წლის 31 აგვისტოს სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

საპენსიო ფონდის ინფორმაციით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 769 ათასი ადამიანია.

„ამ დროისთვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 35 793-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 185,189,254.01 ლარი.

აგვისტოს ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები 10.0 მილიარდ ლარს მიუახლოვდა, ხოლო ჯამურმა სარგებელმა 2.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.