მაილი საირუსმა უსახლკარო ქალების დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო - პროექტის ფარგლებში მათ საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ

მაილი საირუსი

ამერიკელმა მომღერალმა მაილი საირუსმა „მაილი საირუსის ფონდის“ მეშვეობით 1 მილიონი დოლარის ოდენობის შემოწირულობა გააკეთა, რომელიც ლოს-ანჯელესში, სკიდ როუს (Skid Row) უბანში მდებარე ახალი საცხოვრებელი კომპლექსის - Rosa’s Place-ის მხარდაჭერას მოხმარდება.

ახალი პროექტი Rosa’s Place უსახლკარობისგან თავის დაღწევის პროცესში მყოფ და ძალადობაგამოვლილ ქალებს 97 მუდმივი საცხოვრებელი ბინითა და ადგილზე დახმარების სხვადასხვა სერვისით უზრუნველყოფს. ორგანიზაციის ცნობით, შენობის გახსნა 2027 წელს იგეგმება, მის ინტერიერის დიზაინზე მუშაობაში კი მაილი საირუსი და დედამისიც ჩაერთვებიან.

„ვიცოდი, რომ მსურდა ჩემი პლატფორმა იმ პრობლემებზე ყურადღების გასამახვილებლად გამომეყენებინა, რომლებიც რეალურ ადამიანებს ეხებათ და რომლებსაც ძალიან ხშირად უგულებელვყოფთ“, - განუცხადა საირუსმა გამოცემა Billboard-ს. 

✕