სალომე კაპანაძეს მელანომის დიაგნოზის შემდეგ თურქეთში ოპერაცია ჩაუტარდა - ცნობილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

სალომე კაპანაძე

ინფლუენსერის, სალომე კაპანაძის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამის შესახებ მისი სოცქსელებიდან ხდება ცნობილი.

„კვანძები, ჯირკვლები, მელანომები, ხალები, ჯოჯოები და მაჯლაჯუნები ჩემი ცხოვრებიდან „პაკა!“ - წერს ვლოგერი.

რამდენიმე კვირის წინ, ცნობილი გახდა, რომ მას თურქეთში, მელანომის პირველი სტადიის დიაგნოზი დაუსვეს.

„პეტი გადავიღე და მეტასტაზები ორგანიზმში არ არის. მელანომას პირველი სტადიაა, რომ არ მოგატყუოთ, გამიკვირდა, იმიტომ რომ 2 წელი პატარა დრო არ არის და მადლობა ღმერთს, რომ საწყის ეტაპზე აღმოვაჩინეთ“, - წერდა სალომე.

ასევე ნახეთ: "ნელ-ნელა შეიცვალა ფერი და ზომა..." - სალომე კაპანაძე, მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ, თურქეთში გაემგზავრა

✕