ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას - ილია მეორის მიერ დაწერილი ლოცვა
1793653653
თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა სანდრო სეხნიაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის თბილისის საკრებულოს მიმდებარედ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი შინაარსის სიმღერას მღეროდა. სეხნიაშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.
შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, მარიამ კერესელიძე აღნიშნავს, რომ ყველა სამეთვალყურეო ჩანაწერი ადასტურებდა სანდრო სეხნიაშვილის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენას:
"დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სანდრო სეხნიაშვილის მიმართ, ჩვენიმხრიდან ამ შემთხვევაში წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებები, როგორც მოწმის ჩვენებები, ახსნა-განმარტებები, ასევე ვიდეო მტკიცებულებები, რომლებიც იყო როგორც ადგილზე გადაღებული. ასევე სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, რომლებიც უტყუარად ადასტურებდა სანდრო სეხნიაშვილის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენას." - აცხადებს მარიამ კერესელიძე.