ექიმი მაია კოხტაშვილი თელავის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

მაია კოხტაშვილი

ყალბი რეცეპტის გაცემაში ბრალდებული ექიმი მაია კოხტაშვილი თელავის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების თანახმად, ექიმს 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. სწორედ აღნიშნული ოდენობის გირაოს სანაცვლოდ იყო ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლებული.

✕