"ნელ-ნელა შეიცვალა ფერი და ზომა..." - სალომე კაპანაძე, მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ, თურქეთში გაემგზავრა

სალომე კაპანაძე

ცნობილი ინფლუენსერი სალომე კაპანაძე თურქეთში იმყოფება. სალომე თურქეთში მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ გაემგზავრა. ამის შესახებ, მან ინსტაგრამზე თავად დაწერა, როგორც გაირკვა, მას მელანომის დიაგნოზი დაუსვეს.

"პეტი გადავიღე და მეტასტაზები ორგანიზმში არ არის. მელანომას პირველი სტადიაა, რომ არ მოგატყუოთ გამიკვირდა იმიტომ რომ 2 წელი პატარა დრო არ არის და მადლობა ღმერთს, რომ საწყის ეტაპზე აღმოვაჩინეთ" - წერს სალომე.

როგორც ინფლუენსერი საკუთარ გვერდზე წერს, თავდაპირველად მცირე ზომის ხალი "პრაიმ ჰაუსის ოლსტარში" მონაწილეობის დროს გაუჩნდა მკლავზე. 2024 წლის შემდეგ კი ხალმა ფერიც და ფორმაც არაერთხელ შეიცვალა.

"როგორც ასეთი დაავადება ძალიან საშიშია, მაგრამ რადგან საწყის ეტაპზე აღმოვაჩინეთ მარტივად მოგვარდება. ჭკვიან წამალზე და იმუნოთერაპიებზეა საუბარი, ჯერ კიდევ გამოკვლევებზე დავდივარ და ფრენის გადადებაც მომიწევს, რადგან სამ დღეში ყველაფერი ვერ ესწრება. დღეს მინი ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, ის კონკრეტული ადგილი კიდევ უნდა გამიჭრან და უფრო დიდ ტერიტორიაზე ნახონ თუ არის გავრცელების საშიშროება. მაგრამ იქამდე ბევრი გამოკვლევები და ანალიზები არის საჭირო. აქ არაპროფესიონალურად არავინ მომკიდებს ხელს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ფრენა არ გადამედოს" - წერს სალომე კაპანაძე. 

✕