ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული მეორე ახალგაზრდის ვინაობაც ცნობილია
1793737694
დღეს ყაზანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულია - ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ:
ტროპარი
მხურვალე შუამდგომელო, დედაო ღვთისა მაღლისაო, ყოველთათჳს ევედრე ძესა შენსა, ქრსიტჱსა ღმერთსა ჩუენსა და აცხოვნენ დაბადებულნი ყოველნი, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან ქუეშე ყოვლადძლიერისა საფარველისა შენისასა. დედუფალო, მეოხ-მეყავ ყოველთა, რომელნი განსაცდელსა და მწუხარებასა შინა ვიურვით, მრავალნი სნეულებანი ცოდვათა ჩუენთანი გჳტვირთავს წარდგომილთა ამათ წინაშე შენსა და ყოვლითა სულითა და შემუსვრილებითა გულისათა ცრემლით გევედრებით შენ - წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა და შეუორგულებელსა სასოებასა დავსდებთ წინაშე შენსა, ყოვლისაგან ბოროტისა მიცვენ ჩუენ და სიკეთეჲ მომმადლენ ყოველთა, მიჴსნენ ყოველნი, ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენ ხარ საფარველი ღვთაებრივი მონათა შენთათვის.