ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული მეორე ახალგაზრდის ვინაობაც ცნობილია
1793737694
ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ ბიჭებს ემშვიდობებიან.
ავტომობილი, რომელშიც ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა, მდინარე რიონში გადავარდა.
ART Georgia-ს ინფორმაციით, ქუთაისში, ავარიის დროს დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა ბერდია ხაბულიანია.
ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭებს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:
„რა ტრაგედიაა შვილებო, თქვენი დაკარგვა, რა სიმწარეა...“.
„ბერდო, რა დღე გაუთენე შენს მშობლებს, შენ ოჯახს“.
„ვაიმე, ახალგაზრდებო... ნათელი და სანთელი არ მოჰკლებოდეს თქვენს თბილ სულს, ღმერთმა
დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ. ოჯახებს გამძლეობა“, - წერენ კომენტარებში.
მეორე ახალგაზრდის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.