ნოემბრის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1793653419
ქუთაისში, მდინარე რიონში გადავარდნილ ავტომობილს და მის მგზავრებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში ორი 20 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფება.
შემთხვევა რიონჰესის საგუბარის მიმდებარედ მოხდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.