ქუთაისში, მდინარეში მანქანა გადავარდა - რა ხდება ადგილზე

პოლიციის ლენტი

ქუთაისში, მდინარე რიონში ავტომობილი გადავარდა. „ინფო იმერეთის“ ინფორმაციით, შემთხვევა მწვანეყვავილას დასახლებაში მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულები არიან მყვინთავები, სამაშველო და სახანძრო ბრიგადები და მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში.

✕