„თელასი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1754291542
მუსიკოსი გია ბაღაშვილი ბუბა კიკაბიძეს ემშვიდობება.
„ხომ ვიცოდი, რომ აღარ ჰქონდა ორგანიზმს რესურსი და ეს დღე მოახლოებული იყო, ისე ჩამწყდა რაღაც გულში, მხოლოდ ძალიან ახლობელი და ძვირფასი ადამიანის წასვლისას რომ გემართება.
წავიდა ბუბა!
ყოველი შეხვედრისას, პირველი ამას მეტყოდა ხოლმე: ხომ იცი, შენს კარგად ყოფნას იმ დროიდან ვბალეშჩიკობ, წლინახევრის რომ იყავი, 40 სიცხით ბავშვთა ინფექციურში იწექი და მე და მამაშენი, საავადმყოფოს ეზოში, სიმწრით არაყს ვურტყამდითო. ხედავ, მაშინ როგორ გადღეგრძელე, რომ 3 დღეში, ჯანმრთელი, უკვე სახლში გამოგწერესო.
1994 წელს გასტროლებზე მოვხვდით ერთად, ისრაელში. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ გადაიდო თელ-ავივის აეროპორტში ალმაატის რეისი 40 წუთით, ვინაიდან მთელი თვითმფრინავი, პილოტების ჩათვლით, ბუბასთან იღებდა ფოტოებს.
ის კი არა, ორმა ქალბატონმა ჩემთან გადაიღო ფოტო - "Он вместе с Кикабидзе" - ო.
მისი უახლოესი მეგობრები - გია ყანჩელი, გია დანელია და რეზო გაბრიაძე იქ ხვდებიან... ბუბაც მათთან მივა... ისევ შეიკვრება დიდი ოთხეული... ღმერთმა ნათელში ამყოფოთ!“ - წერა გია ბაღაშვილი.
ცნობისთვის, დღეს, 84 წლის ასაკში მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა.
„თელასი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1754291542
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603