„თელასი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1754291542
84 წლის ასაკში მსახიობი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციის გავრცელებისთანავე სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი დაიწერა.
ყველასთვის საყვარელი მსახიობისა და მომღერლის გარდაცვალებას ეხმაურებიან ქართველი მომღერლებიც.
„ღმერთმა ნათელში ამყოფოს, ოხ როგორ დამწყდა გული“ – წერს ლელა წურწუმია.
„წავიდა დიდი ბუბა. თანავუგრძნობ მის ოჯახს და მთელ საქართველოს ამ უდიდეს დანაკლისს,“ – წერს ანრი ჯოხაძე.
ემოციურ სტატუსს უძღვნის ბუბას გარდაცვალებას ნინი შერმადინი:
„დღეს კიდევ ერთმა ლეგენდამ დაგვტოვა და გადავიდა მარადისობაში! ბატონო ბუბა, ბედნიერი ვარ, რომ პირადად გიცნობდით, “კრასავიცას” მეძახდა მქონდა ეს ბედნიერება სიცოცხლეშივე მეთქვა თქვენთვის თუ როგორ მიყვარდით…
დიდი მადლობა ისტორიისთვის, დიდი მადლობა უკვდავი მუსიკისთვის, დიდი მადლობა ყველაფრისთვის…
ღმერთმა აცხოვნოს თქვენი სული! ამინ თქვენ სულ იცოცხლებთ სანამ თქვენი შემოქმედება იარსებებს, ეს კი ნამდვილად უკვდავია “ – წერს ნინი.
„რაღაცა ძალიან დიდი ჩამწყდა გულში…კაცი რომელმაც თავისი სახელი და გვარი დიდი ასოებით დატოვა…დიდი ბუბა კიკაბიძე…
აქაც კარგი კაცი იყო, იქ ნათელი დაადგესა”მშვიდობით ბატონო ბუბა ყოველთვის ქედს მოვიხრი თქვენი კაცობის და ბიჭიერის წინაშე“,- წერს ნატო გელაშვილი.
ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს სტეფანეც და მსახიობთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.
ფოტო გააზიარა სოციალურ ქსელში ნანი ბრეგვაძემაც.
„თელასი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1754291542
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603