კახა კალაძე: ვწუხვარ ცნობილი ქართველი კინომსახიობის, სცენარისტის, ყველასთვის საყვარელი საესტრადო მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო

კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ქართველი ხელოვანის, მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ვწუხვარ ცნობილი ქართველი კინომსახიობის, სცენარისტის, ყველასთვის საყვარელი საესტრადო მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო, -
დიდია ბუბა კიკაბიძის დამსახურება კინემატოგრაფიაში, ქართული საესტრადო მუსიკის განვითარებაში. იგი იყო არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი, თუმცა მთავარი ის დიდი სიყვარულია, რაც მაყურებელს და მსმენელს დაუტოვა. ვიზიარებ ბუბა კიკაბიძის ოჯახის, მისი მეგობრების, ქართული კულტურის წარმომადგენელთა გულის ტკივილს“, - აცხადებს კახა კალაძე.

84 წლის ასაკში მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა.