„ის კაშკაშა ვარსკლავია“ - სოფო ბათილაშვილის ნამღერი „ვოისის“ გლობალურ ვიდეოში მოხვდა

სოფო ბათილაშვილი

ცნობილი მუსიკალური პროდიუსერი, მარინა ბერიძე მომღერალ სოფო ბათილაშვილის მხარდამჭერ პოსტს ავრცელებს და წერს, რომ ის „კაშკაშა ვარსკლავია“.

სოფო ბათილაშვილმა 12 იანვარს, „პირველი არხის“ ეთერში „ვოისის“ პირველ ლაივში Stairway to heaven  შეასრულა, თუმცა სამწუხაროდ, მაყურებლისგან ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო, მისმა მენტორმა, სოფო ტოროშელიძემ კი გუნდიდან სხვა წევრი, ლიკა სირაძე გადაარჩინა.

„არასდროს არ მეშლება!! ის კაშკაშა ვარსკლავია, სოფო, მიყვარხარ“, – წერს მარინა ბერიძე.

პროდიუსერი პოსტს ურთავს Youtube არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნიდან „ვოისის“ საუკეთესო შემსრულებლები გამოავლინეს, მათ შორის საქართველოდან სოფო ბათილაშვილის სიმღერა მოხვდა.