„მესმის მაგ გაუგებრობის, რაც ტრიალებს და მეც მაქვს ჩემი კომენტარი, რაც ალბათ უნდა დავწერო...“ - სოფო ბათილაშვილი

სოფო ბათილაშვილი

სოფო ბათილაშვილი „ვოისი საქართველოს“ მონაწილეა. კონკურსის გამარჯვებული საქართველოს სახელით „ევროვიზიაზე“ წარდგება. სოფო ამ თემაზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:

„მესმის მაგ გაუგებრობის, რაც ტრიალებს და მეც მაქვს ჩემი კომენტარი, რაც ალბათ უნდა დავწერო.

სქროლვის დროს ამომიგდო ვოისის პოსტი, პროექტის გამარჯვებული წელს „ევროვიზიაზე“ გაემგზავრებაო. მეთქი – ჰმ.

ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი და დედლაინის ბოლო დღეს, ბოლო წუთებში შევავსე ანკეტა და გავაგზავნე. მერე ჩვეულებრივად დამიბარეს და შემირჩიეს სიმღერა.  რაც უნდა გვესმოდეს, არის ის, რომ ეგ კონკურსი, უბრალოდ, კონკურსი არაა, სადაც გამარჯვებულს ბოლოს ბინას ან მანქანას ჩუქნიან, ქვეყნის შიდა შესარჩევია ევროვიზიისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მონაწილე, გამოცდილი თუ გამოუცდელი, შემდგარი თუ შეუმდგარი, პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს მაგ ამბავს. ჩვენნაირი ქვეყნისთვის ევროვიზია ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ყოველ წელს.

არიან ქვეყნები, რომლებიც დიდად არ იკლავენ თავს და უბრალოდ მონაწილეობენ, იმიტომ, რომ არ აჭირდებათ ზედმეტი ენერგიის ჩადება, ისედაც ყველაფერი კარგად აქვთ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ეს არის ყოველწლიური შანსი, მსოფლიოს მასშტაბით ვთქვათ, რომ აი, ერთი პატარა ქვეყანაა საქართველო, მაგრამ შემოგვხედეთ! მე არ მაქვს გაგიჟება, რომ აი, მორჩა, მე მივდივარ. ვინც მოიგებს, ის წავა და მე ვიქნები თუ სხვა, ვუგულშემატკივრებ საქართველოს, როგორც ყოველთვის. წავედი ახლა, საქმეებს მივხედო. კარგ დღეს გისურვებთ!“