ვუსამძიმრებ ბუბა კიკაბიძის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს - მამუკა მდინარაძე

mamuka mdinaradze

„ქართული ოცნების“ ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება. 

„მწუხარებას გამოვთქვამ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო.

ის იყო გამორჩეული ნიჭის მსახიობი და მომღერალი, რომელიც ბევრ თაობას ძალიან პოზიტიურად ახსოვს თავისი შემოქმედებით.

ვუსამძიმრებ ბუბა კიკაბიძის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს“,- წერს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, ბუბა კიკაბიძე დღეს, 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.